საქართველოს მთავრობამ Microsoft-თან დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
05-03-2015, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველომ მსოფლიოს ლიდერ კომპანიასთან – Microsoft-თან დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. 17 მილიონი ლარის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმი 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.


პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იქნება პირველი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის სრულყოფილი, ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები და აღნიშნულით კიდევ ერთ ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში თანამედროვე და ცივილიზებული ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.

 

 

“არავისთვის დასამალი არ არის, რომ საქართველო წლების განმავლობაში ავტორიზაციის გარეშე მოიხმარდა პროგრამულ უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კოპირების კუთხით ჩვენ, სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 2010 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 95 პროცენტს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ, მართლაც, საგანგაშო სიტუაციის გამოსწორება. ამიტომაც, დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს Microsoft-თან უახლესი პროდუქტების სათანადო ლიცენზირების შესახებ. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის სრულყოფილი ლეგალური ლიცენზირებული პროგრამები. ამ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოება, მათი გაფართოება და ეფექტიანობა. ამასთან ერთად, ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით საქართველოში მკვიდრდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლური სტანდარტები. “ჩვენ ველოდებით, რომ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადო ლიცენზირება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ბიზნესს. როდესაც რეალურად იქნება დაცული ინტელექტუალური საკუთრება, ამას მოჰყვება საინფორმაციო ტექნოლოგიების დინამიკური ეკოსისტემის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიების განვითარებას," აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ინტელექტუალური საკუთრების რეალურად დაცვა მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ბიზნესს, გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ დღეს ბევრი ქვეყნისთვის ავტორიზაციის გარეშე პროგრამული უზრუნველყოფის კოპირება არასამართლიან კონკურენციასთან არის გაიგივებული. “საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკური სეგმენტის განვითარებასთან ერთად, ჩვენ ველოდებით, რომ გაიზრდება ზოგადად ეკონომიკური ინოვაციების დამკვიდრების ტემპიც. ამასთან ერთად, გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შეიქმნება ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ეს წაახალისებს ჩვენს მოქალაქეებს, მეტ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი, დაეუფლოს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და გახდეს ამ დარგის სპეციალისტი. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თავიდან ავიცილებთ იმ სამწუხარო რეალობას, რომ ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უცხოეთში მიდიან და იქ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ნაცვლად ამისა, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, სარგებელი მოუტანონ საკუთარ ქვეყანას და მას მოახმარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ყოველივე ამასთან ერთად, ამ მემორანდუმის გაფორმება წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე," განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი