კომპანია LG Glass-ი, რომლის ძირითად საქმიანობასაც მინაპაკეტის წარმოება წარმოადგენს, ბუნებრივი ქვის მოპოვებასა და გადამუშავებას იწყებს
21-10-2016, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს LG Glass-ის განახლებული საწარმოს მუშაობას გაეცნო.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობამ კომპანიას ბიზნესის ახალი მიმართულების განვითარების საშუალება მისცა. კერძოდ, შპს LG Glass-ი, რომლის ძირითად საქმიანობასაც მინაპაკეტის წარმოება წარმოადგენს, ბუნებრივი ქვის მოპოვებასა და გადამუშავებას იწყებს.  სწორედ მოცემული მიმართულების განვითარებისათვის კომპანიამ წარმოებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები შეიძინა და წარმოების ზრდას გეგმავს.

 

 

შპს LG Glass-ი წარმატებით ახორციელებს მინის თერმულ დამუშავებას, კერამიკულ დაფარვას, ალუმინისა და მეტალოპასტმასის ნებისმიერი სახის ვიტრაჟების მოხატვას, ფანჯრების, კარების და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების აწყობას და მონტაჟს.

 

 

კომპანიაში ამჟამად 25 ადამიანია დასაქმებული.

 

 

პირველ ვიცე პრემიერთან ერთად, საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

 

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შპს LG Glass-ი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 550 000 აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი