თეა წულუკიანი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტის პირადი მიწვევით, ნოტარიუსთა 28-ე კონგრესში მონაწილეობს
21-10-2016, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესში მონაწილეობს. ღონისძიებაზე თეა წულუკიანი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, დანიელ სედარ სენგორის პირადი მიწვევით იმყოფება. 

 


იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ნოტარიუსთა კონგრესი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟან ჟაკ ურვუასმა გახსნა. კონგრესის მონაწილეებს მიესალმნენ, აგრეთვე, კონგრესის პრეზიდენტი ლიონელ გალიეზი, საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი დანიელ სედარ სენგორი, საფრანგეთის ნოტარიატის ხელმძღვანელი პიერ ლუკ ვოგელი და სხვები.

 


"ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. დელეგაციების წევრები წარადგენენ პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ნოტარიუსი, როგორც სანდო მესამე მხარე მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის; ელექტრონული სანოტარო აქტები, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები; საერთაშორისო მემკვიდრეობის ევროპული რეგულაციები. მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართება მრგვალი მაგიდა და დებატები, სადაც დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, იმსჯელონ სხვადასხვა ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების გარშემო, განიხილონ საინტერესო პრაქტიკული მაგალითები.

 


კონგრესის მიმდინარეობისას გადაწყდა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველო ნოტარიუსთან საერთაშორისო კონგრესის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 250-ზე მეტ სტურმარს მიიღებს.

 


საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში წევრად 2007 წლიდან შევიდა. პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის წევრია. ქართველი ნოტარიუსები აქტიურად თანამშრომლობენ კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებთან, მონაწილეობენ კონფერენციებსა და შეხვედრებში, მასპინძლობენ საერთაშორისო კონფერენციებს, ქართულ ენაზე ითარგმნება ევროპული საკანონმდებლო აქტები.

 


2016 წელს საქართველომ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი