თბილისში, მუხიანში, 175-ე საჯარო სკოლასთან ძიუდოს განვითარების ფონდის მიერ რეაბილიტირებული ახალი დარბაზი გაიხსნა. განახლებული დარბაზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილესთან, შალვა გოგოლაძესთან ერთად მოინახულა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ძველი ნაგებობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას თბილისის მერიასა და საკრებულოსთან ზაფხულში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გადაეცა, რის შემდეგაც ფედერაციის სპონსორების "ზედაზენისა" და "პე-ეს-პეს" ფინანსური მხარდაჭერით, ტერიტორიის გაწმენდითი და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეისათვის, რეაბილიტირებულ დარბაზში 50-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.