კლუბ "დევების" მორაგბეებმა ღია ცის ქვეშ აქცია - "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" მოაწყვეს
22-10-2016, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაგბის მოყვარულთა კლუბი "დევები" და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი დღეს აქციას "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" აწყობენ.

 

 

აქციაში მონაწილეობა რაგბის მოყვარულთა კლუბის 16-მა წევრმა უკვე მიიღო. როგორც Guardian.ge-ს კლუბ "დევების" მორაგბემ, ლევან ბარქაიამ განუცხადა, მსგავსი ტიპის აქცია კლუბისთვის პირველია, თუმცა, სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ხშირად მონაწილეობენ.

 

 

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ცნობით, აქცია ყოფილ იპოდრომზე, ღია ცის ქვეშ იმართება და მასში მონაწილეობის მსურველებს სისხლის გაღება 11:00-დან 16:00 საათამდე შეუძლიათ.

 

 

 

 

სისხლის ცენტრალური ბანკი რეგულარულად აწყობს აქციას "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად". აქციის მიზანია სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შექმნა.

 

 

"როგორც მოგეხსენებათ, ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა: ავტოავარია, მშობიარობა, ონკოლოგიური დაავადებები, კარდიოქირურგიული ოპერაციები და სხვა - გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს პაციენტისთვის სისხლის გადასხმა. ავადმყოფს, პრაქტიკულად ყოველდღიურად სჭირდება ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები. თუმცა, ახალი სისხლი მუდმივად დეფიციტურია, რადგან დონორთა შეზღუდული რაოდენობა, ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნებს. ეს დიდ საფრთხეს უქმნის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

 

 

ღონისძიება, თავისი არსით, ატარებს სრულიად უანგარო ხასიათს: როგორც სისხლის დონაცია, ისე შემდეგ მისი საჭიროებისამებრ გამოყენება ხდება სრულიად უსასყიდლოდ.

 

 

დონაციის შემდეგ, სხეული იწყებს გაღებული სისხლის მარაგის შევსებას, რაც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 


ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება გამოკვლევები:

 


სისხლის ჯგუფის განსაზღვრა, რეზუს კუთვნილების განსაზღვრა, რეზუს ფენოტიპის განსაზღვრა, კელ ფაქტორის განსაზღვრა, ჰემოგლობინის შემადგენლობის განსაზღვრა.

 

 

პირველად დონორებს, ასევე უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ: სისხლის საერთო ანალიზი, ათაშანგის სეროლოგიური გამოკვლევები, ჰეპატიტ B (HBsAg) ვირუსის მარკირებზე გამოკვლევები, ჰეპატიტ C (HCV) ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა, ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა (აივ-HIV).

 

 

ყველა დონორს უფასოდ და კონფედენციალურად (დალუქულ კონვერტში) ჩაბარებიდან ერთი კვირის განმავლობაში მივართმევთ სისხლის ანალიზის პასუხებს.

 

 

გარდა ამისა, დონორებს ვთავაზობთ სისხლის დაზღვევის სერვისს. ყველა დონორს, რომელიც ორჯერ უანგაროდ გაიღებს სისხლს, ჩვენი კომპანია საჩუქრად გადასცემს დაზღვევის ბარათს, რომელითაც დონორი ან/და მისი ოჯახის წევრი საჭიროების შემთხვევაში 1 წლის მანძილზე უფასოდ მიიღებს სისხლს და სისხლის კომპონენტებს.

 

 

აქციაში ყველა მონაწილეს შპს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ სახელით გადაეცემა მადლობის სიგელი.

 


დონორი გახდება თუ ადამიანი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ასაკი - 18-60 წელი. სხეულის წონა - ქალი - არანაკლებ 50 კგ. სხეულის წონა - მამაკაცი - არანაკლებ 65კგ. აუცილებელი პირობაა რომ დონაციის მსურველი იყოს მსუბუქად ნასაუზმები.

 

 

დონორი ვერ გახდება თუ:

 


მატარებელია ისეთი ქრონიკული დაავადებების, როგორიცაა დიაბეტი, ეპილეფსია, ტუბერკულოზი, ასთმა, სიმსივნე;

 


არის ინფექციური დაავადების, ან ვირუსის მატარებელი;

 


პარტნიორი არის ნარკოტიკის მომხმარებელი;

 


მოიხმარს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს/ნარკოტიკებს;

 

 

ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია;

 

 

ბოლო 2 თვის განმავლობაში გაღებული აქვს სისხლი", - აღნიშნულია ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი