ხაშურში სამ საბავშვო ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
22-10-2016, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, ხაშურის გამგებელთან გიორგი გურასპაშვილთან ერთად, 2015-2016 წლებში რეაბილიტირებული, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული, საბავშვო ბაღები დაათვალიერა.

 


ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ქალაქ ხაშურში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 ბაგა-ბაღს. ხოლო 2016 წელს დაიწყო 180 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულიად ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

 

 

"რეაბილიტაციის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, სამივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ხაშურის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე ჯამში 720 517 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად ხაშურში მცხოვრები 600-მდე აღსაზრდელი განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებში შეძლებს სიარულს.

 


რაც შეეხება ახალ საბავშვო ბაღს, მისი მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებისთვის 721 864 ლარია გამოყოფილი.

 


2013-2016 წლების განმავლობაში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით სულ, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის 227 პროექტი დაფინანსდა, ღირებულებით 44 162 799 ლარი",- აცხადებენ სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი