სიტყვიერი დაპირისპირება ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანთან - ერთმანეთს აჰმედ იმამყულიევი და მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ
22-10-2016, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრს, მამუკა მდინარაძესა და "ერთინი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატს, აჰმედ იმამყულიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.



"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა განაცხადა, რომ საპატრულო პოლიცია და ზედმახედველობის სამსახურის უფროსი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლაში ხელს უშლიდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საარჩევნო უბანზე ავტომობილების გარეშე მისულიყვნენ.

 

 

”არჩევნებზე მოდიან ხანდაზმული ადამიანები და მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ ამხელა მანძილის ფეხით გავლა. მე მოვუწოდებ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, მისცეს ბრძანება პოლიციას, რათა გახსნან გზები და ამომრჩეველს მისცენ საშუალება საარჩევნო უბანზე მოვიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და აი, ასეთ მეთოდებს მიმართავს, რათა არ დაუშვან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე”, - განაცხადა იმამყულიევმა. 

 

 

ამ განცხადების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აჰმედ იმამყულიევსა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შორისაც.

 

 

ამომრჩევლებისთვის გზების გადაკეტვასთან დაკავშირებით, განცხადება მარნეულის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმაც გააკეთა.

 


როგორც გამგებელმა იმამყულიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო უბანთან მისასვლელ გზაზე პოლიციას მოძრაობა ცალხმრივად აქვს გადაკეტილი, რათა გზაზე საცობი არ შეიქმნას.

 

 

როგორც თოფჩიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არჩევნებს აგებენ და ცდილობენ „ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით გაამართლონ მარცხი“.

 

 

მამუკა მდინარაძე და გედევან ფოფხაძე იმ გზების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ, რომლებზეც იმამყულიევი უთითდებდა, რომ პოლიცია აქვს გადაკეტილი. 

 


”არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ეს არ შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში, ამიტომ მოიგონეს ახალი პიარ პროვოკაცია. თქვენც კარგად ხედავთ, როგორ არის ”გადაკეტილი” გზა. ეს არის მათი სტილი, მორიგი პიარ პროვოკაცია”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 



”ქართული ოცნების” ლიდერები აკმამედ იმამყულიევსაც გაესაუბრნენ და ჰკითხეს, თუ სად იყო გადაკეტილი გზები, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ გზებზე ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ პოლიციისა და „გაურკვეველმა“ მანქანებმა ტერიტორია დატოვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი