ცესკო ორი საარჩევნო ოლქის, ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს.
17:00 საათის მონაცემებით, მარნეულის 36-ე მაჟორიტარული ოლქის 48-ე უბანში, სოფელი ყიზილაჯლო - 42.8% 615 ამომრჩეველია მისული.
ზუგდიდის 66-ე ოლქის 38-ე უბანი - 34.3% 393 ამომრჩეველმა დააფიქსირა პოზიცია.
ზუგდიდის 66 ოლქის, 79-ე უბანი, სოფელი ჯიხაშკარი - 49.7%, 460 ამომრჩეველი უკვე მისულია.
ჯიხაშკარის 108-ე უბანზე უკვე 47.2% 365 ადამიანმა მისცა ხმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.