ლევან იზორიამ საავადმყოფოში დაშავებულ სამხედროებთან მშობლები შეიყვანა
22-10-2016, 11:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ჯარისკაცები კიდევ ერთხელ მოინახულა. პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან ლევან იზორია მშობლეთან ერთად მივიდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

თავდაცვის მინისტრმა კლინიკების მთავარი და მორიგე ექიმებისგან დაშავებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 


„ექიმების ინფორმაციით მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთლიანობაში სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, დინამიკა დადებითია და ახლო მომავალში ისინი გამოჯანმრთელდებიან“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


ამ დროისთვის, პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის ოთხი სამხედრო მოსამსახურე გადის. სამი სამხედრო კი შპს „ტრავმატოლოგში“ მკურნალობას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ერთი სამხედრო მოსამსახურე შპს „ტრავმატოლოგიიდან“ გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საბოლოო გამოჯანმრთელებამდე გააგრძელებს მკურნალობას.

 


28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. დაშავებული სამხედროები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში წუხელ გადაიყვანეს.

 


ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

 


სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით საქმე უკვე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი