ჯიხაშკარის #79 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი საჩივარი დამკვირვებლის მიერ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო დაიწერა
22-10-2016, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარის #79 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი საჩივარი დამკვირვებლის მიერ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო დაიწერა.

 

 

ცესკო-ს ინფორმაციით, საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციამ „საუნჯე“ იმ არგუმენტით დაწერა, რომ დამკვირვებელმა თვალის ჩაკვრით ამომრჩეველს მიანიშნა, თუ ვინ უნდა შემოეხაზა.

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, მათ ხელთარსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ოთხივე საარჩევნო უბანზე სულ 11 საჩივარია დაწერილი, 8 საჩივარი მარნეულში, ხოლო ზუგდიდში დაწერილ 2 საჩივარს კიდევ ერთი დაემატა.

 

კომენტარები: 1
#1   საუნჯე
      
ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ,,საუნჯის’’ დამკვირვებელმა დააფიქსირა მნიშვნელოვანი დარღვევა. ,,კერძოდ, კაბინაში შესული ამომრჩეველი აკეთებდა არჩევანს, როდესაც შიგნით ყურება დაიწყო" სოციალურ-პოლიტიკური გაერთიანების" ცენტრის დამკვირვებელმა გოჩა რაფავამ, რომელმაც დაინახა ამომრჩევლის შემოხაზული კანდიდატი და ანიშნა სხვა პირს, რომ ის შემოხაზა რაც მე ვუთხარი. ამ შემთხვევაში რაფავას ქმედება შეიცავს, ერთის მხრივ, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის გათვალისწინებით დანაშაულია, ხოლო მეორეს მხრივ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე ზეგავლენის ნიშნებს შეიცავს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ამ დროს კი ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს, რომ მხოლოდ თვალის ჩაკვრის გამო დაწერა დამკვირვებელმა საჩივარი, რასაც ვგმობ და მივმართავ ცესკოს, რომ გაეცნოს ჩვენს საჩივარს და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელოს ინფორმაცია. ასევე გთხოვთ, გადაამოწმოთ ინფორმაციას საოლქო კომისიაში, გამოითხოვოთ ჩვენი დამკვირვებლის მიერ შედგენილი საჩივარი და საზოგადოებას მიაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია.
იმედია თქვენი რედაქცია ჩვენს განცხადებას გაავრცელებს, რომელიც გადმოგეგზავნათ.

ასევე დავამატებ, რომ აღნიშნულის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მასმედიის წარმომადგენლებს უკვე მისცა ინტერვიუ და განმარტა, რომ აღნიშნულმა პიროვნება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო საჩივრის დაწერის შემდეგ დაატოვებინეს უბანი.
22 ოქტომბერი 2016 17:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი