გიორგი ტუღუში: ხალხი კარგად მიხვდება, რომ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას არ უნდა მისცეს სრული ძალაუფლება
23-10-2016, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დიდი სურვილი ჰქონდა პირველივე ტურში დაესრულებინა ეს არჩევნები, მაგრამ არ გამოუვიდა.

 

 

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაზე დაფიქსირებულ შედეგს ამომრჩევლის დაშინების გზით მიაღწია.

 

 

„დილიდანვე ცხადი იყო ხელისუფლების სრული მობილიზება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ჩამოვლა, დაშინებები, მოსყიდვები. სხვადასხვა კრიმინალების დახმარებით ოკუპაციის ხაზიდან გადმოიყვანეს ხალხი და აიძულებდნენ, ხმა მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“. გასაგებია, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ პირველივე ტურში დაესრულებინათ ეს არჩევნები, მაგრამ არ გამოუვიდათ. იქნება მეორე ტური. ვაგრძელებთ ბრძოლას. ღრმად ვართ დარწმუნებული, ხალხი კარგად მიხვდება, რომ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას არ უნდა მისცეს სრული ძალაუფლება“, - განაცხადა ტუღუშმა.

 

 

გუშინ მარნეულისა და ზუგდიდის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

 

 

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარნეულის ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატია - აჰმედ იმამყულიევი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 026 ხმით, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,11%-ს შეადგენს და თამაზ ნავერიანი ("ქართული ოცნება") 9051 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 43.43%-ია.

 

 

რაც შეეხება ზუგდიდს, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები არიან სანდრა რულოვსი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 692 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44.8%-ია და ედიშერ თოლორაია ("ქართული ოცნება") 11 607 ხმით, რაც ხმების 48.63%-ს შეადგენს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი