ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დაარსებიდან 20 წელი შესრულდა
23-10-2016, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის (ეშსქ) დაარსებიდან 20 წელი შესრულდა.

 

 

საიუბილეო ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე და ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

საზეიმო ცერემონიაზე ეშსქ-ის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა სტუმრებს ქარხნის ისტორია გააცნო და შესრულებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

 

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ქარხნის სტაჟიანი და გამორჩეული თანამშრომლები თბილისის მერმა დააჯილდოვა.

 

 

,,მეტროს ვაგონშემკეთებელი ქარხანა დღეს 20 წლის გახდა, 1996 დაფუძნდა და ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განახორციელა. 330-ზე მეტი ვაგონი შეკეთდა ამ პერიოდში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხუთი მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ჯამში 20 ვაგონს შეადგენს, შევაკეთეთ და ამით მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მეტროპოლიტენის მდგომარეობა. ვაგონშემკეთებელი ქარხნის მეშვეობით კიდევ ვაგრძელებთ ამ პროექტს მომდევნო წელს, რათა უკეთესი პირობები გვქონდეს თბილისის მეტროში. დღეს ვულოცავთ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებმაც 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავეს ამ სისტემაში და დავაჯილდოვეთ ღირსეული ადამიანები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, სააქციო საზოგადოება „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი“ შეიქმნა 1996 წელს. დღეისათვის, ქარხანაში დასაქმებულია 130 თანამშრომელი. სააქციო საზოგადოება უზრუნველყოფს მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას თბილისის, ბაქოს და ერევნის მეტროპოლიტენისათვის. დაარსებიდან ქარხანაში გარემონტდა და მოდერნიზაცია ჩაუტარდა მეტროს ვაგონების 333 ერთეულს. ასევე, კაპიტალურად შეკეთდა 4 ერთეული სატვირთო სამონტაჟო ვაგონი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი