ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს შესახებ შესაბამისი რეაგირება მოახდინა
23-10-2016, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო ადმინისტრაციამ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს ეხება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

 

 

"თელავში, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის პარტიულ წარმომადგენლობაში ყოფნა მიჩნეულია წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობად, რის გამოც, თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიების 12 წევრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა (რაც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს). ოქმები შემდგომი რეაგირებისთვის 21 ოქტომბერს თელავის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

ამასთან, ხელვაჩაურის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების „ქართული ოცნების“ შტაბში ჰყოფნის საკითხი შეისწავლა შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ; შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული ორი წევრი (რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები იყვნენ) მეორე ტურებისთვის აღარ იქნებიან კომისიების შემადგენლობაში; მათ ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება; ხოლო პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ წევრს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილების სახით.

 

 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის განხილვის შედეგად, №68.81.46 ხალას საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ და „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა (რაც 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს) და შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაუგზავნა.

 

 

ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის გამო, რაც გავრცელებულ ვიდეო მასალებშიც იკვეთება, ამავე საარჩევნო უბანზე „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრის (შ.დავითაძე) ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ სასამართლოს მიმართა. აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილება, ასევე ვადამდე შეწყვეტილი აქვს ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

 

 

 საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის მოახდენს შესაბამის რეაგირებას“,-აცხადებენ ცესკო-ში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი