გივი თარგამაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არ იზიარებს სანდრა რულოვსის პოზიციას
23-10-2016, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურზე უარის თქმის შესახებ, აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას.

 

 

მისივე თქმით, პარტია არ იზიარებს სანდრა რულოვსის პოზიციას და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იმოქმედებს.

 

 

„პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურებში მონაწილეობაზე. აქედან გამომდინარე ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი. მეტიც, ის აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას. ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ვიცოდით წინასწარ, რომ ივანიშვილი დაგვიპირისპირებდა უკიდურეს ძალადობას, მანიპულაციას და დაშინებას და აქ ახალი არაფერი მომხდარა.

 

 

ის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ყველაზე მეტად დაადასტურა გუშინ მარნეულის ამომრჩეველმა. ჩვენ ვთვლით, რომ ამომრჩევლის დაცვა არის არა მათი ბრძოლიდან არიდება, არამედ ბრძოლაში მათ გვერდით დგომა და მასთან ერთად გამარჯვების მიღწევა. ჩვენ გონივრულად გადავანაწილებთ ძალებს.

 

 

შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში - ეს ყველაფერი სანდრას უნდა ჰკითხოთ. მისი გადასაწყვეტია. მან მიიღო პირველი გადაწყვეტილება, მიიღებს ალბათ მეორე გადაწყვეტილებასაც. თუმცა პარტიის გადაწყვეტილება განისაზღვრა პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივყვებით“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

 

 

ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მან ,,ოდიში ნიუსთან'' ვიდეოინტერვიუში განაცხადა, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.

 

 

გუშინ მარნეულისა და ზუგდიდის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

 

 

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარნეულის ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატია - აჰმედ იმამყულიევი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 026 ხმით, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,11%-ს შეადგენს და თამაზ ნავერიანი ("ქართული ოცნება") 9051 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 43.43%-ია.

 

 

რაც შეეხება ზუგდიდს, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები არიან სანდრა რულოვსი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 692 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44.8%-ია და ედიშერ თოლორაია ("ქართული ოცნება") 11 607 ხმით, რაც ხმების 48.63%-ს შეადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი