"ორი გვამი მჭირდება... პრემია დიდია", - შეფასებები მერაბიშვილის მშობლიური სოფლიდან
31-01-2014, 22:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

29 იანვარს გავრცელებული კადრების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ადგილობრივების დიდი ნაწილი საუბარს თავს არიდებს. მიზეზს იმით ხსნიან, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან, კადრები არ უნახავთ. მართალია, შემდეგ საუბარში ჩართულები კადრებს უკვე დეტალურად განიხილავენ, მაგრამ შეფასებისგან მაინც თავს იკავებენ და ამბობენ, რომ "ვერაფერს იტყვიან".


ნაწილი კი მიუხედავად იმისა, რა თქვა მერაბიშვილმა, დარწმუნებულია, რომ ისეთი კარგი პიროვნება, როგორიც ყოფილი პრემიერია, ცუდს არაფერს იგულისხმებდა.


"ვანო კარგი პიროვნება მგონია, ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი რამ მას ეთქვა. როცა ვნახე ვერ დავიჯერე, არ იქნება სიმართლე, ალბათ კადრები დაამონტაჟეს", - გვითხრა დალი გიგოლაშვილმა.


საპირისპიროს აცხადებს, მისი მეზობელი, შუახნის ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს: "მუხროვანის ამბოხი დადგმული სპექტაკლი, ტყუილი ოპერაცია იყო. მაგით იმის თქმა უნდოდათ, ვითომ რუსეთის აგენტები იყვნენ, დავხოცეთ და მაგრები ვართო".


ვინც არ უნდა ეგულისხმა მერაბიშვილს გვამებში, რატომ სჭირდებოდა გვამები და არა ცოცხალი ადამიანები, ვერაფრით ხსნის ნინო ზაზაშვილი: "გვამები მჭირდებაო ასე თქვა, ჩემი ყურით გავიგონე. ვინც არ უნდა ეგულისხმა გვამს რატომ კითხულობდა?! ჯერ ცოცხალი ადამიანები ეკითხა. ასეთი აკდრები ხალხს წარმოდგენას შეუცვლის ვანოზე".


ყოფილი პრემიერის ნათქვამის სიმართლეში ღრმადაა დარწმუნებული ჟუჟუნა ნარიმანიშვილი: "იმათი სახელები იყო ნახსენები, ვინც ამ საქმეში იყო გარეული და ეტყობა იმათი მოსპობა უნდოდა. იმას ცოცხალი ადამიანები უნდოდა, ჯერ ცოცხალ ადამიანებზე თქვა, მერე თქვა თუ ცოცხალი არა, მაშინ ორი გვამიო. გვამები ალბათ იმიტომ ახსენა, რომ ან მკვდარი უნდა მოეყვანათ ისინი და ან ცოცხლები".


"ორი გვამის მიტანას" ასე ამართლებს გუჯა მერაბიშვილი: "თუ არა ის ორი გვამი, შეიძლება, 200 ან 2 000 გვამი ყოფილიყო. იქ ხომ მარტო მერაბიშვილი არ იყო?! ამიტომ თუ მთავრობამ ასე გადაწყვიტა ე.ი. ჯობდა 2 გვამი ყოფილიყო 2 000-ის ნაცვლად".


მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამჟამად მთავრობა არა ამ ორი გვამის, არამედ მაშინ მუხროვანის აჯანყების მცდელობის გამოძიებით უნდა დაინტერესდეს: "იქ სპეცოპერაციას ამზადებდნენ და ახლა ისიც არ უნდათ, რომ იქ გვამები ყოფილიყო?!"


ისევე როგორც ვანო მერაბიშვილის თანასოფლელები, ყოფილი პრემიერის სიმართლეში ღრმადაა დარწმუნებული ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ენდელაძეც: "მერაბიშვილს თავიდან ბოლომდე ვენდობი. როცა კადრებს პირველად ვუყურე, ვიფიქრე, რომ დამონტაჟებული იყო. თან როცა საქმე სახელმწიფოებრიობის საფრთხეს ეხება, შეიძლება ასეთი სიტყვაც თქვა და ისეთი რამეც გააკეთო, რაც სახელმწიფო მიზნებისთვის არის საჭირო".


შეგახსენებთ, 29 იანვარს, საღამოს, ინტერნეტსა და ტელევიზიებით ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეო-მასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვეტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.


"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

 

 

 

 

 

 

 

http://sknews.ge/index.php?newsid=3153#.Uuvwhz2SzE4 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი