ჩვენ ყველა შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ - ლევან იზორია სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო
26-10-2016, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ქარიშხალი 2016“ მიმდინარეობას გაეცნო.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრთან ერთად სწავლებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მაოდგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. მათ სწავლების ხელმძღვანელისგან, პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძისგან წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ძირითადი მართვის პუნქტი დაათვალიერეს და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ.

 


„აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „ქარიშხალი 2016“ ჩატარდა. წვრთნების მიზანი მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის, ასევე სარდლობის შტაბსა და ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინაციის ხარისხის გამოვლენა იყო. ნანახით ძალიან კმაყოფილი ვარ და შეიარაღებული ძალები ამ წვრთნებს მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ ყველა შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 


"სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2016“ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ პირველად ტარდება. სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი და სარდლობის დაქვემდებარებაში შემავალი ქვედანაყოფების - I და V ქვეითი ბრიგადების, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების და დაქვემდებარებული ბატალიონების შტაბები იღებენ მონაწილეობას. მასში 700-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

 


სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბსა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას, ასევე შესაძლებლობების შეფასებას ისახავს მიზნად. სასწავლო სცენარის მიხედვით სწავლების მთავარი ამოცანა, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ, საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვას და აღსრულებას წარმოადგენს.

 


სამხედრო სწავლება „ქარიშხალი 2016“ აღმოსავლეთ სარდლობის შტაბ-ბინაში, ფონიჭალისა და თელეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, ვაზიანში I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებში, გორში V ქვეით ბრიგადასა და ატენის ხეობაში, ასევე მცხეთაში I ქვეით ბრიგადაში ტარდება", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი