ლევან იზორია: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ყველა ამბიციურ გეგმას ღირსეულად განვახორციელებთ
28-10-2016, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 9 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიება გორში, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, 9 წლის იუბილე ბრიგადის პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.

 


„გორი, თქვენი დისლოკაციის ადგილი თქვენთვის არის გამძაფრებული მოგონება იმ ომისა, რომელიც ახლო წარსულში იყო აქ, მაგრამ ამასთან ერთად არის გამძაფრებული პასუხისმგებლობა იმისა, რაც ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება.

 


ჩვენ ახლო მომავალში საზოგადოების წინაშე წავრსდგებით სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით, სადაც მთავარი მიზანი სწორედ თქვენი, ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იქნება. იქ გაწერილი მიმართულებები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლებას.

 


ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად მომავალი წლიდან იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ ის რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ მუდმივ წვრთნებისა და მუდმივი მომზადების რეჟიმში. ჩვენთვის პრიორიტეტი არამხოლოდ ამ მოზმადების სათანადო დონის მიღწევა იქნება, არამედ მისი შენარჩუნება, რათა ეს იყოს სტაბილური საფუძველი ჩვენი მდგრადი განვითარების მომავალში. ასე რომ ინსტიტუციონალურ მდგრადობას ექნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ჩვენ ყველა ამ ამბიციურ გეგმას ღირსეულად განვახორციელებთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

 


V ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით 3 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის, გენერალური შტაბის უფროსმა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა უწყებრივი მედლით, „სამშობლოსათვის თავდადებული“ 9 სამხედრო დააჯილდოვეს. V ქვეითი ბრიგადის მეთაურმა კი, მადლობის სიგელები 8 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა და მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის 47 ჯარისკაცს მადლობა გამოუცხადა.

 


საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ბრიგადაში არსებული სამხედრო ჯავშან-ტექნიკის და შეიარაღების გამოფენა მოეწყო. სამხედროებმა სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებებიც გამართეს. ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მოწვეულ სტუმრებისთვის კონცერტიც გაიმართა.

 


V ქვეითი ბრიგადის დაარსების მე-9 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრმა წმინდა მეფეების, არჩილის და ლუარსაბის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან იზორიამ და მოწვეულმა სტუმრებმა ტაძრის ტერიტორიაზე იფნის ჯიშის ხეები დარგეს.

 


ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სარდლები, ბრიგადების მეთაურები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

 


V ქვეითი ბრიგადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2007 წლის 22 ოქტომბრის №895 ბრძანებით, დაბა ხელვაჩაურში ჩამოყალიბდა.

 

 

2009 წლის 19 ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, მე-5 ქვეითი ბრიგადა დისლოცირებულია ქ. გორში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი