ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
29-10-2016, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.

 

 

ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ალექსევკის აეროპორტში დახვდნენ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის ელჩმა სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

სამშობლოში დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის აეროდრომში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა, ასევე თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირები დახვდნენ.

 

 

„ჩემო ძმებო, კიდევ ერთხელ დიდი სიყვრულით, ძალიან დიდი ემოციით გხვდებით. გელოდით და ბედნიერი ვარ რომ ყველა უსაფრთხოდ და მშვიდობით დაბრუნდა სახლში. გილოცავთ მშვიდობიანად დაბრუნებას. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ძმები ვართ და მე თქვენს გვერდით ვდგავარ. საქართველოს სახელით, თითოეული ჯარისკაცის სახელით, ყველა ქართველის სახელით დიდი მადლობა იმ შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის და იმ თავდადებისთვის რასაც თქვენ ეწევით თქვენი ქვეყნისთვის. უღრმესი მადლობა და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, 52-ე ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იყვნენ ჩართულნი. ეროვნული გვარდიის ოცეული "ბაგრამის საავიაციო ბაზის" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. 52-ე ბატალიონის მთავარი ამოცანა კი, „ბაგრამის საავიაციო ბაზის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. რაც შეეხება 42-ე ბატალიონის ალფა ასეულს, ის სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ავღანეთში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის დაცვა იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი