ტყვიით მოწამვლის პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გიგლა აგულაშვილი კონფერენციას „გარემოს ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები“ დაესწრო
29-10-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „გარემოს ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები“- კონფერენციას დაესწრო.

 


გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ტყვიით მოწამვლის პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

 


კონფერენციაზე გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული სამედიცინო ეკოლოგიური პრობლემები, დასახლებების ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობის ცვლილებებით გამოწვეული სოციალური პრობლემა, ტყვიის ზემოქმედების ტოქსიკური ეფექტები, ტყვიით ინტოქსიკაციის მკურნალობის ძირითადი პრინციპები და სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობასთან ასოცირებული ფაქტორები განიხილეს.

 


სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო კვირეულის მიზანია ტყვიის ტოქსიკურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქვეყნების და პარტნიორების ძალისხმევა ბავშვებში ტყვიით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად და საღებავებში ტყვიის გამოყენების აკრძალვა.

 


შეხვედრას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემის მთელი რუსეთის მასშტაბით შეჩერებასთან დაკვშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკელ მოქალაქეებს რუსული ვიზების მიღების პროცედურას არ გაურთულებს.

თვითმკვლელი ქამრის მატარებელი მამაკაცი, რომლის ლიკვიდაციაც ესპანეთის პოლიციამ სულ ახლახან მოახდინა, ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი, 22 წლის იოუნს აბოუიაყუბია. ინფორმაციას ესპანური მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
  1. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იმსახურებენ „ვერც ერთ თანამდებობაზე“ აშშ-ის არმიაში
  2. მიხეილ სააკაშვილი: ქართველი ხალხი გამოვა ქუჩებში და გააძევებს ივანიშვილს, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში
  3. ნიკა მელიამ მაიკ პენსს უთხრა: „ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ხელისუფლება იმართება ‘გაზპრომის’ აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც არ უკავია არავითარი ოფიციალური თანამდებობა“
  4. ალექსეი სტოლიაროვმა განაცხადა, რომ მინისტრ მღებრიშვილთან სააკაშვილზე ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილია და ის „შეუძლია გადასცეს ნებისმიერ ექსპერტიზას“
  5. ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე რაკეტების დარტყმის გეგმა „აგვისტოს შუა პერიოდისთვის“ იქნება მზად
  6. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს რადიკალური ისლამისტური ტერორიზმი
  7. ლადო პაპავა ჯეჯელავას წინააღმდეგ: „გასაგებია, რომ პრემიერ მინისტრი კრონიზმის სენითაა დაავადებული, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ?“
  8. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კონფლიქტის ალბათობა ძალიან მაღალია
  9. ამერიკის შეერთებული შტატები მთელი რუსეთის მასშტაბით აჩერებს არასაემიგრაციო ვიზების გაცემას
  10. კიმ ჩენ ინმა აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი