სამხედრო ინჟინრებისთვის სწავლება დაიწყო
31-10-2016, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე EUCOM-ის სწავლების გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის ევროპული სარდლობის სწავლება მიზნად სამხედრო მოსამსახურეებისათვის აუფეთქებელი საბრძოლო მასალების აღმოჩენის, უსაფრთხო ადგილას გადატანისა და ადგილზე განადგურების ხერხების გაცნობას, ასევე განაღმვით ოპერაციებში სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავს.

 


ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში, EUCOM-ის მიერ EOD-ის პირველი დონის ინსტრუქტორთა მომზადების მესამე, დასკვნითი ფაზის სწავლება დღეს დაიწყო.

 

 

სწავლების მონაწილეებს სიტყვით შეიარღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა მიმართეს და წარმატება უსურვეს.

 

 

ღონისძიებაზე შესრულდა აშშ-სა და საქართველოს ჰიმნები. სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

 


უწყების განმარტებით, EUCOM-ის ორკვირიან კურსში საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის 30 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მათგან 10 სამხედროს უკვე გავლილი აქვს სწავლების პირველი და მეორე ფაზა, რომლის დროსაც ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, აუფეთქებელი საბრძოლო მასალების ამოცნობისა და განადგურების მიზნით, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ერთობლივად გეგმავდნენ.

 


სწავლების მესამე ფაზა კი, მომზადებული ქართველი ინსტრუქტორების მიერ დაგეგმილი სამუშაოების ამერიკული მხრიდან მონიტორინგს გულისხმობს.

 


სწავლების თეორიული ნაწილის პარალელურად, პრაქტიკული მეცადინეობები ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეც გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი