ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემი მოსაზრებაა, რომ დაზეპირებაზე ორიენტირებულიდან უნდა გადავიდეთ აზროვნებაზე ორიენტირებულზე
03-11-2016, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი მოსაზრებაა, რომ დაზეპირებაზე ორიენტირებულიდან უნდა გადავიდეთ აზროვნებაზე ორიენტირებულზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

როგორც მინისტრი განმარტავს, განათლების სისტემა პირველ რიგში ტვინის იმ ნაწილებს უნდა ავითარებდეს, რომელიც კრიტიკულ აზროვნებაზე იქნება ორიენტირებული და არა დაზეპირებაზე. მისივე თქმით, სახელმძღვანელოებიდან საზეპიროები არ გაქრება, თუმცა, ნაკლები იქნება.



„ჩვენთან არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თუ მინისტრმა რაღაც თქვა, რადგან ერთი კაცი წყვეტს, ე.ი. შეიძლება ყველაფერი. საზეპიროებთან დაკავშირებით ცვლილება არ იგეგმება. ჩემი მოსაზრება, რომ დაზეპირებაზე ორიენტირებულიდან უნდა გადავიდეთ აზროვნებაზე ორიენტირებულზე, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

 

 

გამოითქვა ასევე მოსაზრება და წავიკითხე, რომ დაზეპირება თურმე ავითარებს ტვინს. ამის ავტორს ტვინი გონია ეტყობა ერთი მონოლითური რაღაც. მინდა ვუთხრა, რომ ტვინში არის რამდენიმე მიმართულება - ზოგი პასუხისმგებელია დაზეპირებაზე, ზოგი აზროვნებაზე. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩვენი განათლების სისტემა პირველ რიგში ტვინის იმ ნაწილებს ავითარებდეს, რომელიც კრიტიკულ აზროვნებაზე იქნება ორიენტირებული და არა დაზეპირებაზე. საზეპიროები არ გაქრება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, ის ნაკლები იყოს და მეტი იყოს სააზროვნო, საპროექტო და კრიტიკული სასწავლო მასალა სკოლის პროგრამებში“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი