ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველოს უქმნის ახალ შესაძლებლობას, რომ ჩვენი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა კვლავ აშშ-რუსეთის დიალოგის დღის წესრიგის საკითხი გახდეს
09-11-2016, 07:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია! დიახ, ამერიკაში ქვეყნის პირველი პირი მილიარდერი ტრამპი გახდა, საქართველოში კი პირიქით, მილიარდერი ივანიშვილი პრემიერ მინისტრობიდან, ანუ "პირველი პირობიდან" ნებაყოფლობით წავიდა?! საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული დემოკრატი ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბში ცრემლებს ვერ იკავებენ, ისე განიცდიან მარცხს, რაც აბსოლუტურად ადექვატური რეაქციაა! განსხვავებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული და დაშლილი პარტიებისაგან, რომელთა პარტიულ ოფისებში, თითქოს არაფერი მომხდარაო, - "ღიმილით გვესაუბრებიან" და განცდილ მარცხს ლამის გამარჯვებად ასაღებენ და "პარტიების განახლებაზე აქცენტირებენ" ("თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები", ბურჭულაძის პარტია და სხვები!)?!

 

 

მოკლედ, საქართველოში "ყველაფერი პირიქითაა", გაიხსენეთ ისიც, თუ როგორ "ზეიმობდნენ" ნაცები აგვისტოს ომში "გამარჯვებას" და ხალხის ნაწილიც "აიყოლიეს"! დროა უკვე, რომ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ პოლიტიკური რეალობა ადექვატურად აღვიქვათ, თორემ საბოლოოდ "წავიტეხთ კისერს"!.. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, ისეთი დამოკიდებულება იყო ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში, რომ თუ კლინტონი ვერ გაიმარჯვებდა, მაშინ რაღაც საშინელება მოხდებოდა ჩვენს თავს?! აი, ეს არის სწორედ პოლიტიკური სნობიზმი, რომელიც "ესაზღვრება" პოლიტიკურ პროვინციალიზმს, რითაც გაჯერებულია ქართული პოლიტიკური "ელიტა", რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე!.. დავუბრუნდეთ ამერიკას...

 

 

გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა, როდესაც ამერიკელებს მიმართა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის, იქვე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ამერიკა, - "კონფლიქტების ძებნას კი არ დაიწყებს, არამედ პარტნიორობას სთავაზობს ყველას, ამ კონფლიქტების გადასაწყვეტად"! აქვე გეტყვით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ტრამპის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ - "ტრამპთან ერთად შეძლებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გამოყვანას კრიზისული მდგომარეობიდან"!.. აი, ამაზე უნდა იფიქროს და შესაბამისად იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, რაც უშუალოდ საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს შეეხება, და არა იმაზე, თუ როგორი "გლობალური შედეგები მოჰყვება ტრამპის გაპრეზიდენტებას"!?

 

 

ამისათვის კი საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დროულად წარუდგინოს წინადადებების პაკეტი, რომელიც ჩვენი პრობლემების მოგვარებას შეეხება, რათა ამერიკა-რუსეთის მომავალ (სავარაუდოდ, 2017 წლის გაზაფხული) უმაღლესი დონის შეხვედრაზე მოხდეს მისი განხილვა! ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველოს უქმნის ახალ შესაძლებლობას, რომ ჩვენი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა კვლავ აშშ-რუსეთის დიალოგის დღის წესრიგის საკითხი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი-პუტინის პირადი ურთიერთობა პოზიტიურად წარიმართება, მაშინ ეს დადებითად აისახება საქართველოს პრობლემების მოგვარებაზეც!..

 

 

განა საკამათოა ის, რომ ამერიკა-რუსეთის პოლიტიკურმა დაპირისპირებამ საქართველოს პრობლემები ვერ გადაწყვიტა და მეტიც, - ჩიხში შეიყვანა!.. ამიტომ, ქართველები უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების შემთხვევაში, საქართველომ "კი არ იზარალოს უფრო მეტად", არამედ შესაძლებელი გახდეს ჩვენი პრობლემების დადებითად გადაწყვეტა! მიმაჩნია, რომ ტრამპი-პუტინის მომავალი დიალოგი საქართველოსთვის ახალ პერსპექტივას აჩენს და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ეს უნდა "კარგად გააცნობიეროს"!!!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი