მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს
11-11-2016, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 48-ე ადგილზე მყოფი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.

 

 

შეხვედრას საქართველოში ვიზიტად მყოფი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ გოტშალდი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი, თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე დაესწრნენ.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, პროფესორ-მასწავლებელთა და აკადემიური პროგრამების შერჩევისა და პროექტის განვითარებისთვის საჭირო სხვა თემები განიხილეს.

 

 

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სასწავლო მიმართულებების სწორად განსაზღვრის აუცილებლობას, რაც მომავალში ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილების მნიშვნელობაზე, რომელიც საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებების მხრივ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 27-ე ადგილზეა.

 

 

„ჩვენ გვაქვს დიდი ამბიციები საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო არის ძალიან პერსპექტიული ქვეყანა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების, არამედ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მიზანიც სწორედ იმ გზების გამონახვას მიეძღვნა, რომლებითაც ჩვენ - გერმანელი და ბავარიელი პარტნიორები ჩავერთვებით ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ფართომასშტაბიან პროექტში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები საერთაშორისო კამპუსის მართვის ცენტრისთვის აუცილებელი კვალიფიკაციის უზრუნველსაყოფად, რამაც საქართველოში ახალი ღირებულებების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მეორე ნაბიჯს უახლოეს მომავალში გადავდგამთ," - განაცხადა დანიელ გოტშალდმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი