რა პერსპექტივები აქვს საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას
10-03-2015, 01:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლი ძინწაოსთან.

 


შეხვედრას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური ესწრებოდნენ.

 


საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება დაასახელა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის სისტემა არ აქვს, ვიზის აღებას ინტერნეტის საშუალებით, მარტივად, შეძლებენ.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი შედგება, რომლის ფარგლებშიც ჩინური კომპანიები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ადგილზე შეისწავლიან.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ლი ძინწაოსთან შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გამარტივების საკითხებზე. საქართველოს ვიცე–პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოხდა შეთანხმება ჩინურ მხარესთან, რომ საქართველო მოამზადებს სპეციალურ პაკეტებს ჩინეთიდან ტურიზმის განვითარების მიმართულებით. „ჩვენ გამოვიყენებთ მსგავსი ტიპის მექანიზმებს, როგორიც გვაქვს ქუთაისის აეროპორტში ვიზეარის რეისების ხელშეწყობის მიზნით. საუბარია სპეციალური ფინანსური პაკეტების შემუშავებაზე, რათა ხელი შეეწყოს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებაზე ჩინეთის სხვა პროვინციებთანაც. 

 


„გასულ წელს ჩინეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით გავიდა 100 მილიონზე მეტი ვიზიტორი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მოვიზიდოთ საქართველოში,“ – განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა.
 

 

 

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
I will really appreciate the writer's choice for choosing this excellent article appropriate to my matter.Here is deep description about the article matter which helped me more. สูตรบาคาร่า
6 ივნისი 2022 04:24
#1   tech
      
It was a very good post indeed. I thoroughly enjoyed reading it in my lunch time. Will surely come and visit this blog more often. Thanks for sharing. ทดลอง บาคาร่า
23 აპრილი 2022 06:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი