არჩილ თალაკვაძე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს: პირად ცხოვრებაზე რომ გვესაუბრებით, ფილმები გაქვთ გადაღებული და დღემდე ვერ დასრულდა ამის განადგურება, ხან სად პოულობენ და ხან სად მოქალაქეები
18-11-2016, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაიხსენა.

 

 

მან საპარლამენტო უმცირესობაში მყოფ პარტიას კითხვით მიმართა: რაც თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა, ის იმედის მომცემი იყო თქვენთვის?! 

 

 

"თქვენ ხართ ხალხი, რომელმაც სცემა საქართველოს ომბუდსმენი და დააყოლეთ განცხადება, რომ ეს იყო დასასჯელად; თქვენ ხართ ხალხი, რომელიც აყალბებდით არჩევნებს. რაც თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა, ის იმედის მომცემი იყო თქვენთვის?! ძალიან მაინტერესებს - საკუთრების ჩამორთმევა, 'TV იმედზე' რეიდების ჩატარება; ჟურნალისტების დაპატიმრება; სიკვდილიანობა, კატასტროფული მაჩვენებელი სასჯელაღსრულების სისტემაში; უმძიმესი დანაშაულები - პირად ცხოვრებაზე რომ გვესაუბრებით, ფილმები გაქვთ გადაღებული და დღემდე ვერ დასრულდა ამის განადგურება, ხან სად პოულობენ და ხან სად მოქალაქეები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ ამის მიუხედავად, მმართველი გუნდი მზად არის უმცირესობასთან კონსტრუქციული დიალოგის საწარმოებლად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი