სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების დაუყოვნებლივ გახსნას და ფართომასშტაბიანი ყრილობის მოწვევას ითხოვს
23-11-2016, 23:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნენის გზაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „შეუცვლელ როლზე“ საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

 

 

მისი აზრით, დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ რა გზას აირჩევს „ჩვენი პარტია: გადაიქცევა ხალხისგან იზოლირებულ ვიწრო პარტიულ ჯგუფად და ამ ჯგუფის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რამაც გაუადვილა ივანიშვილს ამოცანა, დაამატებს ახალ შეცდომებს თუ, ამის საპირისპიროდ, ავანგარდში ჩაუდგება საერთო სახალხო დემოკრატიულ მოძრაობას“.

 


ამის შესახებ სააკაშვილი სპეციალურ ვიდეო მიმართვაში აცხადებს და მიიჩნევს, რომ ამ ფონზე აუცილებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დელეგატთა შერჩევის წესი ისე განისაზღვროს, რომ მაქსიმალურად ბევრ დელეგატს მიეცეს პარტიის გადაწყვეტილებების მიმღებ პროცესში ჩართვა.

 

 

უკრაინაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და რომელზეც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, აცხადებს, რომ „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, „მის გმირულ აქტივს და მხარდამჭერებს აქვთ განცდა, რომ პარტიის მმართველი რგოლი აღარ ასახავს უმრავლესობის აზრებს და მისწრაფებებს. ამიტომ, დღეს პარტიის უმრავლესობას აქვს განსაკუთრებული სურვილი, რომ თავად ჩაერთოს პარტიის ბედის გადაწყვეტაში“, რასაც „ორიათასდელეგატიანი ყრილობა ვარანაირად ვერ უზრუნველყოფს“.

 

 

მიხეილ სააკაშვილი რაიონული პარტიის ყველა ოფისის „დაუყოვნებლივ გახსნას და მუშაობის განახლებას, მათ მიერ დელეგატების შერჩევას და ყრილობის მოწვევის მაქსიმალურად ფართო“ ფორმატს უჭერს მხარს.

 

 

„ჩემთან შემოსულია ნაციონალური მოძრაობის ყრილობის დელეგატთა შერჩევის ორი თვისობრივად განსხვავებული წესი.

 


პირველი წესი ითვალისწინებს ყრილობის ჩატარებას 2 ათასი დელეგატის შემადგენლობით, მეორე წინადადება კი, ყრილობის ბევრად უფრო წარმომადგენლობით მოდელს გვთავაზობს - მინიმუმ სამჯერ მეტი დელეგატის მონაწილეობით.

 

 

ჩემთვის პირველი წესი არ არის საკმარისად წარმომადგენლობითი, დემოკრატიული და არ აქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი. ასევე მიუღებელია ამ ვარიანტში მოყვანილი დელეგატების შერჩევის წესიც. 2003 წლის შემდეგ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს ჩაუტარებია ყრილობა მრავალათასიან დელეგატზე ნაკლები შემადგენლობით. დღეს, გაყალბებული საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მის გმირულ აქტივს და მხარდამჭერებს აქვთ განცდა, რომ პარტიის მმართველი რგოლი აღარ ასახავს უმრავლესობის აზრებს და მისწრაფებებს. ამიტომ, დღეს პარტიის უმრავლესობას აქვს განსაკუთრებული სურვილი, რომ თავად ჩაერთოს პარტიის ბედის გადაწყვეტაში. ამას ორიათასდელეგატიანი ყრილობა ვარანაირად ვერ უზრუნველყოფს. ასეთი მიდგომა გააჩენს ჩვენი მთავარი ამოცანების მიღწევისთვის უკიდურესად საზიანო განცდას, რომ პარტია არ ისმენს მისი წევრების და ამომრჩევლების უმრავლესობის აზრს. ჩემი ღრმა რწმენით, ეს სხვა არაფერია, თუ არა არასათანადო პატივისცემა საკუთარი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მიმართ.

 

 

ეს სრულიად დაუშვებელია!

 

 

ეს ყრილობა არის ახალი ეტაპი პარტიის ისტორიაში და ამ ეტაპის უმთავრესი გამოწვევა არის ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა.

 


მე, ისევე როგორც პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა უმრავლესობა, ვთვლი, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ჩვენი ყრილობა უნდა დაეფუძნოს ხალხის ჩართულობასა და მაქსიმალურად ღია და ფართო მონაწილეობის შესაძლებლობას. ამ მიზნის მიღწევას გამორიცხავს ხელოვნურად შეზღუდული ფორმატი.

 

 

დღეს ჩვენი პარტია ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და მისი პროდასავლური და დემოკრატიული მომავლისთვის. თუ ჩვენ საქართველოში გვსურს დემოკრატია, მაშინ პირველ რიგში ამ პარტიამვე უნდა მისცეს ხალხს დემოკრატიულობის მაგალითი.

 

 

ამიტომაც, მე მხარს ვუჭერ ყველა რაიონული პარტიის ოფისის დაუყოვნებლივ გახსნას და მუშაობის განახლებას, მათ მიერ დელეგატების შერჩევას და ყრილობის მოწვევის მაქსიმალურად ფართო, დემოკრატიულ, წარმომადგენლობით ვარიანტს, რომელიც მოცემულია ყრილობის დელეგატთა მოწვევის მეორე ვერსიაში; და მოვუწოდებ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ჩვენს თანამებრძოლებს აქტიურად დაუჭირონ მხარი სწორედ ამ წესს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი