"თბილისის მერიამ 50 თეთრით შეამცირა დეპუტატ სერგო ხაბულიანის კომპანიასთან დადებული 1 192 998.22 ლარიანი კონტრაქტი"
11-03-2015, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიამ, ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული 1 192 998.22 ლარიანი კონტრაქტი 50 თეთრით შეამცირა. ამის შესახებ დოკუმენტს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, აღნიშნულით მერიაში „ქამრების შემოჭერა“ დაიწყეს.

 

 

„როგორ ფიქრობთ, ეს ზედმეტი პატიოსნებაა თუ ასეთად თავის მოჩვენების სულელური მცდელობა?!

 


ეს ,,ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატის სერგო ხაბულიანის კომპანიაა. მასთან ტენდერის გარეშე 14 და 19 ნოემბერს პირდაპირ გაფორმდა 4 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 2 150 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო 1 071 000 ლარი. თუმცა თითქოს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის 4 თვის გასვლის შემდეგაც სრულად დასრულებული არ არის.

 


მერე გვეუბნებიან კორუფციაზე ზოგადად ნუ საუბრობთ, მტკიცებულებები გვაჩვენეთო. ობიექტურობისთვის ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქამრების შემოჭერა დაიწყეს?!“ აცხადებს აბესაძე,

 


როგორც აბესაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია მითითებული თბილისის მერიასა (შემყიდველი) და შპს „ცეკურს“ (მიმწოდებელი) შორის დადებული ხელშეკრულება 2015 წლის 12 თებერვალს დაკორექტირდა.

 


„ვინაიდან შპს „ცეკურთან“ 2014 წლის 14 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით (თბილისის მასშტაბით არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა) განსაზღვრული სამუშაოების პროცესში აუცილებელი გახდა სამუშაოების მოცულობის ნაწილობრივ კორექტირება, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები - შემსყიდველი და მიმწოდებელი შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ღირებულება 1 192 998.22 ლარი, - 0.5 ლარით შემცრიდეს და 1. 192.997.72 ლარით განისაზღვროს," ნათქვამია დოკუმენტში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი