შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „ბორჯღალოსნები" ანგარიშით 43:16 დაამარცხა
26-11-2016, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის თამაში შოტლანდიელების გამარჯვებით დასრულდა. შოტლანდიელებმა „ბორჯღალოსნები ანგარიშით 43:16 დაამარცხეს.

 


თამაშის მე-2 ნახევარში მასპინძლებმა პირველივე წუთებში დადეს ლელო, რომლის შემდეგაც შესრულებული გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა, რამაც პირველი მატჩის შემდეგ არსებულ ანგარიშში (31:11) სხვაობა 7 ქულით გაზარდა და შოტლანდიელების სასარგებლოდ 27 ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა.

 

 

53-ე წუთზე, შერკინების ფონზე, ქართველების სასარგებლოდ მე-2 ლელო ისევ ვასილ ლობჟანიძემ დადო და ანგარიში 38:16 გახდა, რის შემდეგაც კვირიკაშვილმა გარდასახვა შეასრულა, თუმცა არაზუსტად.

 


76-ე წუთზე შოტლანდიელებმა მორიგი ლელო გაიტანეს და არაზუსტად შესრულებული გარდასახვის გამო, 77 -ე წუთზე ანგარიში 43:16 შენარჩუნდა.

 

 

აშკარა უპირატესობით გამოირჩეოდნენ შოტლანდიელები თამაშის პირველ ნახევარში, რომელიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.

 

 

თამაშის დასაწყისის პირველივე წუთებზე "ბორჯღალოსანმა" ვასილ ლობჟანიძემ პირველი ლელოს დადება მოახერხა, თუმცა, შოტლანდიელმა, ტომი სიმონმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. ამის შემდეგ, შოტლანდიელებმა კიდევ სამი ლელოს შესრულება მოახერხეს.

 

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ათი წუთის განმავლობაში კაცნაკლულს მოუწია თამაში, რადგან ყვითელი ბარათის გამო, მსაჯმა მოედნიდან კოტე მიქაუტაძე გააძევა.

 

 

"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩი შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გამართეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი