მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემებს სამცხე-ჯავახეთში გაეცნენ
11-03-2015, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემასა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაციას ამჯერად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები გაეცნენ. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მინისტრის მოადგილეებმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაზე მომუშავე ექპერტებმა გამართეს.

 


იქედან გამომდინარე, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად არის დასახლებული, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის დამატებით მექნიზმებსა და მათი ქართული ენის კომპეტენციების განვითარებაზე გაკეთდა.

 


აქამდე არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა ეროვნული უმცირესობების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებისთვის ვერც საგნობრივი და ვერც პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებას მათ მშობლიურ ენაზე. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, აისახება მასწავლებლების საქმიანობაზე და აფერხებს მათ პროფესიულ განვითარებას. გარდა ამისა, სახელმწიფო ენის არასაკმარისი ცოდნის გამო მასწავლებლებს აქვთ დაბალი მოტივაცია, გაიღონ ძალისხმევა პროფესიული განვითარების მიმართულებით.

 


პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალი პოლიტიკის ფარგლებში, მოხდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლების მასწავლებლების გადამზადება როგორც საგნობრივ, ასევე პროფესიულ უნარებში, ასევე ექნებათ ქართული ენის სათანადოდ დაუფლების შესაძლებლობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, პროგრამაში ჩართული თითოეული მასწავლებლის პროფესიულ ზრდას.

 

 

სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ბილინგვური მასწავლებლის, როგორც დამატებითი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგის საუნივერსიტეტო მომზადებაზეც. ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, ამოქმედდება „მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამები და მულტილინგვური მოდული“. ახალი საუნივერსიტეტო პედაგოგიური პროგრამების შეთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებისთვისაა მნიშვნელოვანი, ისინი ადგილზე შეძლებენ მაღალკვალიფიციური კადრებად ჩამოყალიბდნენ და გააძლიერონ არსერბული პედაგოგთა კორპუსი.

 


პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და აუდიტორიამ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ სამინისტროს პირველი პირებისაგან მიიღო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი