ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ის ენერგეტიკული პროექტები ჩამოთვალა, საიდანაც ქვეყანაში 600-მილიონიან ინვესტიცია უნდა შემოვიდეს. კალაძეს მილიარდიანი ინვესტიციის მოლოდინი „აჭარისწყლის“, „კირნათისა“ და „ხელვაჩაურის“ ჰიდროელექტროსადგურებიდან აქვს. მისი თქმით, ამ პროექტებზე დაახლოებით 50-60 მილიონი დაიხარჯება.
„ასევე, „ტატა ჯგუფის“ პროექტებზე 100 მილიონი დაიხარჯება. ასევე „დარიალის“ ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებაშიც მინდა გაცნობოთ, რომ EBEARD-იმ 50- მილიონიანი დაფინასება გამოყო, წელს ეს ჰიდროელექტროსადგური დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში, რაც ჩვენი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები, ქვესადგურების რეაბილიტაცია, ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა – ეს ყველაფერი ერთიანობაში შეადგენს იმ თანხას, რაზეც ვსაუბრობდი," განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება „ხუდონჰესის“ მშენებლობას, ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან იქ პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.