[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
გუბერნატორებმა, მერებმა და გამგებლებმა პრემიერ-მინისტრისაგან დავალებები მიიღეს
11-03-2015, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

   

 

საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების დაჩქარება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, საკურორტო სეზონისთვის მზადება, საბიუჯეტო შესრულების კუთხით გააქტიურება, - ასეთი დავალება მიიღეს გუბერნატორებმა, მერებმა და გამგებლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან.

 

 

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

 

„ ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ პრობლემები, რათა მოსახლეობისთვის უმტივნეულოდ ჩაიაროს მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებმა და გადავიდეთ წინსვლაზე. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ გააქტიურდეს ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით რეგიონებში, რეგიონალური განვითარება თითოეული მუნიციპალიტეტის და სოფლის დონეზე არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ასევე მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ტემპები ინფრასტრუქტურული პროექტების,“–აღნიშნა პრემიერმა.

 

 

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეისწავლა რეგიონებში არსებული ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი და გამოიკვეთა პრიორიტეტები. რეგიონული განვითარების გეგმის საზოგადოებისთვის გაცნობას მთავრობა მომავალ კვირას სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყებს.

 


„თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა, სადაც სრულად არის ასახული ის პოტენციალი, რომელიც რეგიონში არსებობს. ხდება მობილიზება ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით. ეს ინიციატივა გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციას, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უზრუნველყოფას, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფას და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


მთავრობის მეთაურმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონების განვითარებას აფერხებს, მათ შორის აქცენტი გააკეთა ბიუჯეტის ათვისებასა და ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. პრემიერმა მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობის საკითხი და მაქსიმალურად გაააქტიურონ მიმდინარე პროექტებზე სამუშაოები.

 


„ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოების მიმდინარეობა, დავადგინოთ დროულად ხარვეზები და სრულყოფილად აღმოვფხრათ ისინი...მოგიწოდებთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ, პირადად მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე და გაუფრთხილდით იმ ნდობას, რომელიც მათ მოგანიჭათ. ამ ნდობას სჭირდება დაფასება და გაფრთხილება,“–აღნიშნა პრემიერმა.

 

მანვე გუბერნატორებს და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.

 


"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის თითოული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 2
#2   mamuka.kutidze
      
მივიღოთ საუკეთესო რჩევები!
12 მარტი 2015 00:25
#1   xachatur markaryan
      
უკაცრავად ბატონო ირაკლი - რომელი ქართული ოცნების წევრია ნინოწმინდის გამგებელი? თუ თქვენ მას თვლით ქართული ოცნების წევრად - კარგად ყოფილა თქვენი და ნინოწმინდელების საქმე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ბატონო ირაკლი.
11 მარტი 2015 15:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი