თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამური ბიუჯეტი 1 487 000 ლარია, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ია მაქაცარიამ გააკეთა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის ჯამური ბიუჯეტი საახალწლო ღონისძიებებისთვის.
„ეს არის ჯამური ბიუჯეტი, რომელშიც შედის კულტურის სამსახური, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური, კეთილმოწყობის სამსახური, ადმინისტრაცია და პიარი", - განაცხადა მაქაცარიამ, რომლის ინფორმაციითაც, გალა-კონცერტზე, რომელიც 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, 227.000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.