ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზარალებულ 32 ოჯახს 8761 ლარი ჩაერიცხება. როგორც Guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მიიღო.
"ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შემსწავლელმა კომისიამ, 21, 22 და 23 ნოემბერს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა განსაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამიდან 32 ოჯახს 8761 ლარი გადაერიცხება", - აცხადებენ ხობის გამგეობაში.
რამდენიმე დღის წინათ, მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად, ქალაქ ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი მნიშვნელოვნად დაზიანდა. გამგეობის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.