პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა
12-03-2015, 01:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობის გაზრდის თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული მაჩვენებლები სწორედ მთავრობისადმი ინვესტორთა ნდობაზე მიუთითებს.

 

 


"მინდა, გამოვეხმაურო იმ სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც გუშინ გამოქვეყნდა. საქართველოში 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოურო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ეს გახლავთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები. ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ ურთულეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, რაც პრაქტიკულად შეეხო ყველას. სწორედ ამ ფონზეა განსაკუთრებით აღსანიშნავი ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტენდენცია. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი მთავრობის მიმართ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს და 35 პროცენტით დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა," აღნიშნა პრემიერმა.

 

 

მანვე დაასახელა პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები - ნიდერლანდები, რომლის ინვესტიციის რაოდენობამ შეადგინა 331 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 302 მლნ დოლარი, ჩინეთი – 195 მილიონი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო – 114 მილიონი, ლუქსემბურგი – 85 მლნ, აშშ – 80 მლნ, თურქეთი – 67 მლნ, რუსეთი – 66 მლნ, დანარჩენ ქვეყნებზე მოდის 32 მლნ აშშ დოლარი.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გამოიკვეთა სამი უმსხვილესი სექტორი, რომელთა წილმა 2014 წელს 64 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 343 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 295 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - გადამამუშავებელი მრეწველობა 174 მლნ აშშ დოლარით. ასევე წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის IV კვარტალში 349 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებს 61 პროცენტით, ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს 54 პროცენტით აღემატება. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს აზერბაიჯანმა (84 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდებმა (67 მლნ) და დიდმა ბრიტანეთმა (66 მლნ).

 

 


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს პრობლემებს, რომლებიც არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
I have express a few of the articles on your website now, and I really like your style of blogging. I added it to my favorite’s blog site list and will be checking back soon… เกมเอกโอ
3 ივნისი 2022 22:10
#1   tech
      
This post is very simple to read and appreciate without leaving any details out. Great work! รวมเว็บ สล็อต ออโต้
26 აპრილი 2022 23:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი