საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს, ტაბარე ვასკესის შეხვდა
07-12-2016, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს, ტაბარე ვასკესის შეხვდა.

 


შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა ურუგვაის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი საქართველოს იკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხო.

 


გიორგი მარგველაშვილმა ასევე მადლიერება გამოხატა ურუგვაის მიმართ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომლითაც გაეროს წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოში ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას და აღნიშნა, რომ ურუგვაის ამ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში მსგავსი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

 


მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით, მათ შორის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროებში.

 


საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამითქვა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესის სფეროებში ურთიერთობების გააქტიურებას.

 


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა განაცხადა, ეს იყო საქართველოს და ურუგვაის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა.

 


„შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ ლიდერები გასაუბრებოდნენ ერთმანეთს. ურუგვაის პოზიცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კონტექსტში. განხილეს ძალიან კონკრეტული საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმის განვითარებას, ვაჭრობის განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და ასევე რეგიონალურ თანამშრომლობას'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი