ეკონომიკის სამინისტროში გიორგი გახარიასა და იან კელის შეხვედრა გაიმართა
07-12-2016, 05:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

 

 

ეკონომიკის მინისტრის რანგში ეს გიორგი გახარიას აშშ-ს ელჩთან პირველი შეხვედრა იყო.

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, იან კელიმ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

 

 

"როგორც აღინიშნა, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. ელჩთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება ამერიკელი ინვესტორებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე.

 


გიორგი გახარიამ იან კელის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანი საფუძველია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის", - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი