საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბულგარელ კოლეგას შეხვდა
07-12-2016, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბულგარელ კოლეგას შეხვდა.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ და დანიელ მიტოვმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები დაადასტურეს.

 

 

"ბულგარეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ კოლეგას ბულგარეთის მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების პროცესში. მან ასევე ხაზი გაუსვა ბულგარეთის პოზიციას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროულად მინიჭების აუცილებლობაზე და გამოთქვა მზადყოფნა ბულგარეთის მხრიდან ხელი შეუწყოს პროცესის დროულ წარმართვას.



მინისტრებმა ისაუბრეს ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში ბულგარეთის მიერ გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა მომავალ წელს საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციის ბულგარეთის მიერ შესრულებას და იმედი გამოთქვა, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს ნატო-ს ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

 

 

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ და დანიელ მიტოვმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, განსაკუთრებით იმ მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც არსებობს საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით, ასევე ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი