რევაზ ბენიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ცაგერის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება შეაფერხა
12-03-2015, 02:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების დაჩქარება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, საკურორტო სეზონისთვის მზადება, საბიუჯეტო შესრულების კუთხით გააქტიურება, - ასეთი დავალება მიიღეს გუბერნატორებმა, მერებმა და გამგებლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების პირველ პირებთან შეხვედრაზე ის მუნიციპალიტეტებიც დაასახელა, რომლებსაც ბიუჯეტის თანხების წარმატებული თუ წარუმატებელი ათვისება აქვთ. მან ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვისაც ჩამორჩენები აქვთ, მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორება მოსთხოვა.

 


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თანხების მაღალი ათვისებაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ონის რაიონსა და ამბროლაურში, თუმცა დანარჩენ რაიონებს, ცაგერსა და ლენტეხს, დაბალი ათვისება აქვთ და მათ მოუწევთ, რომ წელს ეს მაჩვენებელი გამოასწორონ.

 

 

თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ დაიძლიოს ის გარკვეული ჩამორჩენა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა აქცენტები, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ guardian.ge -ს ესაუბრა.

 

 


„პრემიერ-მინისტრის საუბარი ძირითადად იმ შეუსრულებელ სამოუშაოებს შეეხებოდა, რომელიც დაგეგმილი იყო გასულ წელს და გარკვეული მიზეზების გამო წლის ბოლომდე ვერ დასრულდა. მინდა ვთქვა, რომ ამის, როგორც ობიექტური ასევე სუბიექტური მიზეზები არსებობს. პირადად მე რვა თვეა რაც გამგებელი ვარ და ამ მცირე ხნის მანძილზე რაიონში ოთხ სტიქიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი. ასევე გარკვეული დრო წაიღო რეორგანიზაციის საკითხებმა. თან ის პროექტები, რომელიც ჩავარდა, ჩემს მოსვლამდე იყო დაგეგმილი და საჭიროებდა დამატებით განხილვას და შესწავლას. მე, რა თქმა უნდა თავის მართლებას კი არ ვიწყებ, მაგრამ ასეთია რეალობა. მე ამ გუნდის წევრი ვარ და გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა გამოსწორდება. ჩვენ გამოვაცხადეთ რამდენიმე ინფრასტრუქტურული ტენდერი და მიმდინარე წელს, მალე, დაიწყება სერიოზული სამუშაოები“, აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ guardian.ge -სთან საუბრისას.

 


გამგებლის თქმით, წელს ცაგერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. ამასთან, მუნიციპალიტეტში შესაძლოა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციაც შევიდეს.

 

 

„უპირველესად აღვნიშნავ ინფრასტრუქტურულ მიმართულებას. წელს კეთდება ძალიან დიდი პროექტი, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, რაც დაახლოებით 4 000 000 ლარი ჯდება. ეს არის ქულბაქის პროექტი, რომელიც კომუნისტებმა დაიწყეს და ვერ დაასრულეს. ახლა ჩვენ ვაპირებთ აღნიშნული პროექტის ბოლომდე მიყვანას. უკვე მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდმა მოგვცა თანხმობა, რომ 85 %-ით დააფინანსებს სამუშაოებს, დანარჩენ 15% -ს კი ჩვენი მუნიციპალიტეტი გაიღებს. დაგეგმილია სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის ღირებულება მილიონ ნახევარ ლარს აღწევს. ასევე არსებობს საინვესტიციო პროექტები, რომლის განხორციელება წელს უნდა დაიწყოს, ვგულისხმობ ჰესების მშენებლობას და ამ მიმართულებით სამუშაოების მოცულობა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს,“ აღნიშნა რევაზ ბენიძემ guardian.ge -სთან საუბრისას.

 

გუშინ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მერებთან დახურული შეხვედრისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონების განვითარებას აფერხებს, მათ შორის აქცენტი გააკეთა ბიუჯეტის ათვისებასა და ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. პრემიერმა მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობის საკითხი და მაქსიმალურად გაააქტიურონ მიმდინარე პროექტებზე სამუშაოები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი