„მცხეთის ისტორიულ ძეგლებს“ გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
9-12-2016, 00:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის მე-11 სესია გაიმართა. სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო საქართველოს მიერ წარდგენილი მოთხოვნა „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი ძეგლი აკმაყოფილებს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ სამივე პირობას:

 


ძეგლი წარმოადგენს უდიდეს მნიშვნელობას კაცობრიობისთვის (აღსანიშნავია, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლები 1994 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი);

 


ძეგლი დაცულია შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ზომებით, რაც აღიარებს მის ისტორიულ მნიშვნელობას და უზრუნველყოფს ძეგლის განსაკუთრებულ დაცულობას;

 


ძეგლი არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის ან სამხედრო ობიექტების ფარად.



შესაბამისად, კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.

 

 

„გაძლიერებული დაცვის“ ქვეშ მყოფ ძეგლს იცავს იმუნიტეტი, რომლის ხელყოფაც „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ ჰააგის 1954 წლის კონვენციის მე-2 ოქმის თანახმად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

 

 

ამასთანავე, საქართველო, როგორც შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის წევრი 2013 წლიდან, ხელახლა იქნა არჩეული კომიტეტის თანათავმჯდომარე ქვეყნად.

 

 

კომიტეტის სესიის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, მთავრობის ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდი ბრიტანეთის გეგმებს, უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც მისი ბლოკიდან გასვლა მოხდება, „კარგი დასაწყისი“ უწოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან თქვა, რომ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით „ძალიან, ძალიან ბევრი შეკითხვაა“ და „ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“.

ლონდონის პოლიციის განცხადებით, დედაქალაქის „გრინფილ თაუერში“ ხანძრის გაჩენის მიზეზი მაცივარი გახდა, კერძოდ, ცეცხლი მაცივრის საყინულეში გაჩნდა, და გარე გარსაკრავის იზოლაციის მასალამ ვერ უპასუხა უსაფრთხოების ზომებს.

ყველაზე კითხვადი
  1. „ვშიშობ, რომ საქართველოს გამთლიანება, დასავლეთის და რუსეთის „მორიგების პროცესის მიღმა დარჩება!“
  2. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები
  3. კახა კალაძე თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება: „მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას“
  4. ლევან და გია ყარამანაშვილები: „ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს რუსთავი 2-ში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება“
  5. კვირიკაშვილმა რუსეთის დუმის დეპუტატის, ნიკონოვის რეპლიკას - რუსეთი წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის - უპასუხა: „რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი?“
  6. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს, რომ თბილისში გატაცებული აფგან მუხტარლის საქმის გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩაატაროს
  7. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია
  8. ზაქარია ენდელაძე: „ათეულობით მილიონ ლარზე მეტი დაფინანსებაა წამოსული ადიგენის მიმართულებით - მუნიციპალიტეტს აუცილებლად მოელის ძალიან დიდი განვითარება“
  9. სალომე ზურაბიშვილი: „პოლიციაში და სხვაგან, ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ“
  10. ზაალ უდუმაშვილმა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატობაზე მიიღო შეთავაზება
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი