კობა ლურსმანაშვილი იმ ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრობს, რაც გამგებლების ეფექტურ საქმიანობას აფერხებს
12-03-2015, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების პირველ პირებთან გუშინდელ შეხვედრაზე ის მუნიციპალიტეტები გამოყო, რომლებსაც ბიუჯეტის თანხების წარმატებული თუ წარუმატებელი ათვისება აქვთ. პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, საჩხერის, ხონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები მათ შორის დაასახელა, ვისაც საბიუჯეტო თანხების "ძალიან კარგი ათვისება აქვთ".

 

 

ხარაგაულის ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც პროექტების დროულად განხორციელებას აფერხებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, guardian.ge -ს ესაუბრა.

 

 

„ხარაგაულის დასახელება წარმატებულ მუნიციპალიტეტად არის გასული წლების დაუღალავი შრომის შედეგი. ჩვენ 2013- 2014 წლებში მოვახერხეთ მთელი რიგი მასშტაბური პროექტების განხორციელება. ავაშენეთ სკოლამდელი აღზრდის 7 დაწესებულება, რისთვისაც მილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯა. ასევე გვაქვს ახალი კინოთეატრი; დაბის ტერიტორიის გზების 80% -ზე დავაგეთ ასფალტი; 4 ისეთ სოფელში, სადაც საავტომობილო გზა არასოდეს არ ყოფილა, გავიყვანეთ ახალი გზები.

 


ხარაგაულს გააჩნდა საავადმყოფოს პრობლემა, თუმცა მისი მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება და მუნიციპალიტეტს ექნება თანამედროვე, გადაუდებელი მომსახურების ამბულატორია; პარალერულად დაიწყება 700 კვ.მ-ის სტაციონარის მშენებლობა. აშენდება ახალი ბიბლიოთეკა, აღდგება სკვერი და ამოქმედდება ღია ამფითეატრიც,“ ამბობს ხარაგაულის გამგებელი.

 

 

კობა ლურსმანაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ იმ მოწოდებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად უნდა შეამცირონ ადმინისტრაციული ხარჯები.

 


„ჩვენ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის მიმართულებითაც გადავდგით ნაბიჯები და დაწყებული გვაქვს მუშაობა თუ რა მუხლებს უნდა შეეხოს შემცირებები. ეს არის სატრანსპორტო, კომუნიკაციის თუ წარმომადგენლობითი ხარჯები. საწვავზე ხარჯების შემცირებას 30 % -ით განვახორციელებთ, ხოლო წარმომადგენლობით ხარჯებში 20 % -ის ნაცვლად, რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, 30% -იან დანაზოგს გავაკეთებთ; ასევე შევამცირებთ საპრემიო ფონდს - დანაზოგებს კი, რომელიმე პროექტის დასაფინანსებლად გამოვიყენებთ.

 


კობა ლურსმანაშვილი იმ ბიუროკრატიულ ბარიერებზეც საუბრობს, რომელიც ხელს უშლის ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. მისი თქმით, ეს არის მიწის კატეგორიების საკითხი და ასევე, საკრებულოს თანხმობის გარეშე სარეზერვო ფონდიდან შესყიდვების განხორციელებაზე ხელმიუწვდომლობა.

 

 

„როცა ინვესტიციაზე ან რაიმე სხვა პროექტებზე ვსაუბრობთ, ხელისშემშლელი ფაქტორი სწორედ მიწის კუთვნილებაა. არსებობს მიწის ორი სახის კატეგორია - სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე პროექტებს ვერ განვახორციელებთ თუ მას არ შეეცვალა კატეგორია, რასაც საკმაო დრო სჭირდება ხოლმე. პრემიერმა ბრძანა, რომ გარკვეული ბარიერები უნდა მოიხსნას. ასევე, მეორე პრობლემური საკითხი შესყიდვებს შეეხება. ჩვენ, გამგებლები, საკრებულოს თანხმობის გარეშე ვერ ვახერხებთ სარეზერვო ფონდიდან შესყიდვების განხორციელებას. წარმოიდგინეთ რაიმე კატასტროფა, რომელსაც სჭირდება მყისიერი რეაგირება, მაგალითად, ჩამოიშალა მიწის მასივი და გადაკეტა გზა, როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა დაველოდოთ საკრებულოს მორიგ სხდომას ან უნდა ვთხოვოთ საკრებულოს მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა? ამ ყველაფერს ხომ დრო მიაქვს, რაც ოპერატიული მუშაობის შემაფერხებელია. ამიტომ გამგებელს უნდა ჰქონდეს საშუალება გამგეობის ფონდიდან, რომელიც დაგეგმილი ბიუჯეტის პროცენტში იქნება ასახული, განახორციელოს გადაუდებლად აუცილებელი სამუშაოები. გამგეობებს მანევრირების საშუალება აუცილებლად უნდა მიეცეთ, სხვა მხრივ, მე მივესალმები ასეთ გაფართოებულ შეხვედრებს ქვეყნის ხელმძღვანელებთან, სადაც პირდაპირ მიმდინარეობს საუბარი პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე,“ განაცხადა ხარაგაულის გამგებელმა.

 


კობა ლურსმანაშვილმა რეგიონების ხელმძღვანელებისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ მიცემულ რჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, თუ რაზე უნდა იყოს, პრემიერის აზრით, მათი მუშაობა დაფუძნებული.

 


„პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ ჩვენი მუშაობა არა პოპულარობასა და რეიტინგებზე, არამედ თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე უნდა იყოს ორიენტირებული,“ აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა პრემიერ-მინისტრთან გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ, guardian.ge -სთან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი