„ბლუმბერგის“ სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.65 ლარს აჭარბებს, საქართველოს კომერციულ ბანკებში კი დოლარის შესყიდვის კურსი 2.7 ლარს შეადგენს
13-12-2016, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბლუმბერგის“ ვალუტის გაცვლით სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 2.65 ლარს აჭარბებს (თბილისის დროით, დილის 11:55 საათზე), და ამ დროის მონაცემებით 1 აშშ დოლარი 2.6513 ლარი ღირს, მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.6325-ით გაიხსნა.

 


საქართველოს კომერციულ ბანკებში კი კურსი უფრო მაღალია. მაგალითად „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი დღეს (დილის 11:55 საათი) 2.7 ლარს შეადგენს, ხოლო მისი შესყიდვის ფასი 2.6 ლარია. 1 ევროს გასაყიდი ფასი 2.9 ლარია, ხოლო შესყიდვის ფასი 2.74 ლარი. 1 გირვანქა სტერლინგის გასაყიდი ფასი 3.45 ლარია, ხოლო მისი შესყიდვა 3.27 ლარად ხორციელდება. ამის შესახებ Guardian.ge-ს „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს.

 

 

თითქმის ანალოგიური კურსით იყიდება დოლარი საქართველოს სხვა კომერციულ ბანკებშიც.

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეს მოგვიანებით, დაახლოებით 16:40 საათზე გამოაცხადებს.

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ, 12 დეკემბერს, გამოცხადებული ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.6154 ლარია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი