24 წლის ქალი დუბაიდან მსოფლიოში პირველია, რომელმაც შვილი მას შემდეგ გააჩინა, რაც ექიმებმა მისი ნაყოფიერება ადრეული ბავშვობის პერიოდში მისგან ამოცლილი გაყინული საკვერცხე ქსოვილის გამოყენებით აღადგინეს
14-12-2016, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალგაზრდა ქალმა ლონდონში მას შემდეგ იმშობიარა, რაც ექიმებმა მისი ნაყოფიერება ადრეული ბავშვობის პერიოდში, 9 წლის ასაკში, მისგან ამოცლილი გაყინული საკვერცხე ქსოვილის გამოყენებით აღადგინეს.

 


როგორც მიიჩნევენ, 24 წლის ქალი მსოფლიოში პირველია, რომელსაც ბავშვი მას შემდეგ ეყოლა, რაც საკვერცხეები სქესობრივი მოწიფულობის დადგომამდე გაუყინეს.

 


მოაზა ალ მატროშიმ, რომელიც დუბაიდანაა და რომლის ბავშვიც გუშინ ლონდონის კერძო პორტლანდის საავადმყოფოში გაჩნდა, BBC-ის უთხრა: „ეს სასწაულს ჰგავს“.

 

 

„ჩვენ ველოდებოდით ამდენი ხნის განმავლობაში ამ შედეგს - ჯანმრთელ ბავშვს“. 

 

 

მოაზამ თქვა: „ყოველთვის მჯეროდა, რომ დედა ვიქნებოდი და რომ მეყოლებოდა ბავშვი.

 


„არ მომიცილებია იმედი და ახლა მე მყავს ეს ბავშვი - ეს შესანიშნავი გრძნობაა“.

 


მან ასევე მადლობა გადაუხადა დედამისს, რომლის იდეაც იყო შეენახა ქალიშვილის საკვერცხე ქსოვილი, რომ მას მისცემოდა შესაძლებლობა მომავალში, ჰყოლოდა ოჯახი.

 

 

 

 

 


მისმა ექიმმა, სარა მათეუსმა, კონსულტანტმა გინეკოლოგიის და ნაყოფიერების დარგში, განაცხადა, რომ იგი უკიდეგანოდაა გახარებული ოჯახის ბედნიერებით - და აღტაცებულია იმედით, რასაც ეს ამბავი სხვებსაც უჩენს.

 


„ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვიცით, რომ საკვერცხე ქსოვილის ტრანსპლანტაცია უფრო ასაკში მყოფ ქალებზე მუშაობს, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვიცოდით, რომ შესაძლებელი იყო ქსოვილის ამოცლა ბავშვისთვის, მისი გაყინვა და შემდეგ მისი კვლავ მოქმედებაში მოყვანა“.

 


ექიმები აცხადებენ, რომ ეს იმედს მისცემს ბევრ სხვა გოგოს და ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც კიბოზე, სისხლისა და იმუნურ მოშლილობაზე მკურნალობის შედეგად დედობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ არიან.

 

 

ექიმმა სარა მათეუსმა, რომელმაც ჩაატარა ნაყოფიერებაზე მკურნალობა, განაცხადა: „მისი საკვერცხე ქსოვილის რეპლანტაციის შემდეგ სამ თვეში, მოაზა მენოპაუზური მდგომარეობიდან გადავიდა ისეთ მდგომარეობაში, რომ კვლავ რეგულარული მენსტრუაცია ჰქონდა.

 


„იგი არსებითად 20 წელს გადაცილების შემდეგ ნორმალური ქალი გახდა, საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირებით“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი