დიდ ბრიტანეთში ბავშვის სამი ადამიანისაგან გაჩენა ხდება შესაძლებელი - ექიმებმა ფაქტს „ისტორიული“ უწოდეს
15-12-2016, 07:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის ნაყოფიერების მარეგულირებელმა ორგანომ მოიწონა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ორი ქალისა და ერთი მამაკაცის მეშვეობით ბავშვების გაჩენა ხდება შესაძლებელი.

 


როგორც BBC წერს, ისტორიული და საკამათო ნაბიჯი დაიცავს ბავშვებს დაიბადონ მომაკვდინებელი გენეტიკური დაავადებებით.

 


მოელიან, რომ ნიუკასლის ექიმები, რომელთაც განავითარეს აღნიშნული ფორმა, პირველები იქნებიან, რომლებიც პროცედურის შეთავაზებას მოახდენენ და მათ უკვე მიმართეს დონორებს კვერცხუჯრედებისთვის.

 


ამგვარი პირველი ბავშვი, ყველაზე ადრე შესაძლოა 2017 ბოლოსთვის დაიბადოს.

 


როგორც BBC წერს, ზოგიერთმა ოჯახმა არაერთი ბავშვი უკურნებელი მითოქონდრიული დაავადებების გამო დაკარგა, რაც ასეთ ოჯახებს ენერგიის გამომფიტავ დაღს ასვამს და ცხოვრების გაგრძელების სურვილს უქრობს.

 


ეს დაავადებები მხოლოდ დედის მხრიდან გადაეცემა, ასე რომ დონორი კვერცხუჯრედის, ისევე როგორც დედის კვერცხუჯრედისა და მამის სპერმის გამოყენების მეთოდი განვითარდა.

 


ამ მეთოდით დაბადებულ ბავშვს ექნება დონორის DNA-ის მცირე ოდენობა, მაგრამ პროცედურა კანონიერი და ეთიკურია და მზად არის მეცნიერულ დონეზე.

 


„ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება“, განაცხადა სალი ჩეშირმა, ადამიანთა განაყოფიერების და ემბრიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარემ.

 


„დარწმუნებული ვარ, პაციენტები ნამდვილად ნასიამოვნები იქნებიან იმით, რაც ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ“.

 


მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეთოდის ეთიკურობას, აცხადებენ რა, რომ ამან შესაძლოა კარი გაუხსნას გენეტიკურად მოდიფიცირებული „პროექტით შედგენილ“ ბავშვებს.

 


სამი პიროვნებისაგან ბავშვების გაჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნებადართული, როდესაც იარსებებს მაღალი რისკი იმისა, რომ ნაყოფი შესაძლოა უკურნებელი მითოქონდრიული დაავადებებით დაიბადოს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი