საპატრიარქოს განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის
25-12-2016, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის. 

 


როგორც Guardian.ge-ს საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, პატრიარქი ავად გახდომის მიუხედავად ამ დროისთვის საპატრიარქოში იმყოფება და საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის. 

 

 

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კი მოგვიანებით კომენტარი გააკეთა მისმა პირადმა ექმიმმა. 

 

 

”პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმის არის. სავარაუდოდ აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით. დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ სავარაუდო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება”, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ექიმმა ცისანა შარტავამ.

 


პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 39-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია მეუფე დანიელმა აღავლინა.

 

 

წირვას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტი ონოფრე დელეგაციის წევრებთან ერთად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი