სკანდალი: თბილისის აეროპორტში 124 მგზავრი ავიაკატასტროფას გადაურჩა
01-02-2014, 20:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სპეციალისტები შავ ყუთს შიფრავენ

 

"პეგასუსის" თვითმფრინავი ავიაკატასტროფას გადაურჩა. ბორტზე 124 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკომპანია "პეგასუსში" აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოცურდა. ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს და ხომალდიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევას სპეციალური კომისია იკვლევს. ფაქტის შესასწავლად თურქეთიდან, "პეგასუსის" სათავო ოფისიდან, 3 უცხოელი სპეციალისტი ჩამოვიდა.

 

 

"თვითფრინავი მოსრიალდა და გადავიდა ასაფრენი ბილიკიდან. არსებობს გადაღებული ფოტომასალა, სადაც ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია ასაფრენი ბილიკი. ამ სურათებს სპეციალური კომისია იკვლევს. შემთხვევის გამო "პეგასუსმა" დამატებითი რეისი დანიშნა და მგზავრები დანიშნულების ადგილას 15:30 წუთზე გადავიყვანეთ… კონკრეტულად, რა მიზეზით მოხდა ეს შემთხვევა, კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი… ამ ეტაპზე, ჩვენ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ", – აღნიშნა "კვირასთან" ინტერვიუში ავიაკომპანია "პეგასუსის" წარმომადგენელმა ანა გუროშიძემ.

 

 

"აირზენას" გენერალური დირექტორის თამაზ გაიაშვილის თქმით კი, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ეს დღეები გაწმენდილი არ იყო, რამაც შემთხვევა გამოიწვია.
"თურქულ კომპანიას გამწმენდი ტექნიკა არ გააჩნია. არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომელთა გათვალისწინებით, ასაფრენი ბილიკის გაწმენდა სავალდებულოა, მაგრამ მათ აქვთ 35 წლის საბჭოთა მოძველებული ტექნიკა, რომელიც მემკვიდრეობით შემორჩათ და აღარ მუშაობს", – აცხადებს გაიაშვილი.

 

 

"კვირა" ამ ფაქტის შესასწავლად შექმნილ სპეციალურ კომისიასაც დაუკავშირდა. კომისიის ხელმძღვანელმა დავით გიუნაშვილმა განაცხადა, რომ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მწყობრში იყო.

 


"ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მთელი ღამის განმავლობაში მწყობრში იყო, "პეგასუსამდე" 2 წუთით ადრე "აირზენას" კუთვნილი თვითმფრინავი აფრინდა. მას პრობლემა არ შექმნია. "პეგასუსის" თვითმფრინავი 76 მეტრის გარბენის შემდეგ 4 მეტრით გადავიდა ზოლიდან, რის შემდეგაც ხომალდის მეთაურმა აფრენა მარჯვენა თვალის გაუმართაობის გამო შეწყვიტა. ავიაკომპანიამ თბილისში საკუთარი სპეციალისტებიც გამოაგზავნა, რომლებიც ამ საქმის გამოძიებაში ჩაერთნენ და კომისიის საბოლოო ანგარიში დაახლოებით ათ სამუშაო დღეში გახდება ცნობილი. ჩვენ დღეს გავაგზავნეთ შავი ყუთები გასაშიფრად, წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი თვითმფრინავის ძრავების გაუმართაობა იყო", – აღნიშნა დავით გიუნაშვილმა.

 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება თბილისის აეროპორტმაც გაავრცელა. აეროპორტში რეისების შეფერხების მიზეზად "პეგასუსის" ბორტის გაუმართაობა დაასახელეს.


"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "პეგასუსის" ბორტი ასაფრენ ბილიკზე მოსრიალდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ბორტის პრობლემის რეალურ მიზეზს მოკვლევა დაადგენს, თუმცა "პეგასუსის" ხომალდის მეთაურის წინასწარი ახსნა-განმარტებით, აფრენის შეწყვეტა მარჯვენა ძრავის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. მთელი ღამის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა დაგეგმილი რეისი შეუფერხებლად შესრულდა, კერძოდ: სტამბოლის, კიევის, ბაქოს, მინსკის, მიუნჰენის, დუბაის და ამსტერდამის მიმართულებით.

 

 

ასევე აღნიშნულ შემთხვევამდე 2 წუთით ადრე ავიაკომპანია "აირზენამ" შეასრულა რეისი ამსტერდამის მიმართულებით. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი შეესაბამებოდა აფრენა-დაფრენის დაშვებულ ნორმებს. შეჭიდების კოეფიციენტი და ხილვადობა დაშვებულ ლიმიტში იყო, შეჭიდების კოეფიციენტი 0,42, ხოლო ხილვადობა 1200 მეტრზე მეტი. "პეგასუსის" ბორტის ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, კომპანიამ ახალი ბორტის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შეასრულებს რეისს თბილისი-სტამბოლის მიმართულებით. ამ პრობლემის დროულად მოგვარების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა",- აღნიშნულია თბილისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=5333 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი