საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი: მას შემდეგ, რაც გერმანელმა პროფესორმა უწმინდესი მოინახულა, მისი გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციის გაკეთების საჭიროება მოიხსნა
30-12-2016, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პირადი ექიმი, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ პატრიარქის გერმანიაში გადაყვანისა და ქირურგიული ჩარევის საჭიროება მოიხსნა.

 


როგორც მან Guardian.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, "HELIOS Klinikum Berlin-Buch"-ის პროფესორი, მედიცინის დოქტორი მარტინ სტრიკი ჩამოვიდა საქართველოში და პატრიარქი მოინახულა.

 


ცისანა შარტავას თქმით, გერმანელმა ექიმმა უწმინდესის მდგომარეობა ჩათვალა დამაკმაყოფილებლად და ქართველი ექიმების მიერ დაწყებული და ამჟამინდელი მკურნალობა დადებითად შეაფასა.

 


"გერმანელი სპეციალისტი იყო საქართველოში ჩამოსული, მოინახულა უწმინდესი. შემდეგ კონსილიუმიც შედგა, ესაუბრა იგი ქართველ სპეციალისტებს. მან პატრიარქის მდგომარეობა ჩათვალა დამაკმაყოფილებლად. ამ ეტაპზე გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციის გაკეთების საჭიროება მოიხსნა. მთლიანად დაეთანხმა ქართველი ექიმების მიერ დაწყებულ და ამჟამინდელ მკურნალობას, ანუ მთელი ტაქტიკა დადებითად შეაფასა. მკურნალობის დინამიკაც გამოკვეთილია, რომ უკეთესობისკენ მიდის. თვითონ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, მაჩვენებლებიც უმჯობესდება და რეკომენდაციაა, რომ გაგრძელდეს სამედიცინო ზედამხედველობა მუდმივად. ამ ეტაპზე გერმანელმა სპეციალისტმა თავისი როლი ამით დაამთავრა", - განუცხადა Guardian.ge-ს ცისანა შარტავამ.

 

 

კომენტარები: 2
#2  ირაკლი
      
ვულოცავ უწმინდესს დაბადების დღეს! ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ!!! უფალო, დიდ ხანს გვიმყოფე ჩვენი პატრიარქი ჯანმრთელად და ერის იმედად - ერთადერთი ნათელი წერტილი დღევანდელობაში.
3 იანვარი 2017 14:02
#1   baduri
      
იმედია მალე გამოჯანრთელდება !geosesxebi.ge
31 დეკემბერი 2016 07:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი