პოლიციის განცხადებით, ჯორჯ მაიკლის სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გვამის გაკვეთისას ჩატარებული გამოკვლევა „არასაკმარისია“. ამის შესახებ BBC წერს.
უფრო მეტი შემოწმება ჩატარდება იმის განსასაზღვრად, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება, - აღნიშნულია „თემზის ხეობის პოლიციის“ განცხადებაში. აღნიშნული შემოწმებების შედეგები სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
ბრიტანელი პოპვარსკვლავი 53 წლის ასაკში თავის ოქსფორდშირის სახლში გარდაიცვალა.
ჯორჯ მაიკლის გარდაცვალება ჯერ კიდევ ამოუხსნელად რჩება. მისმა მენეჯერმა, მაიკლ ლიპმანმა განაცხადა, რომ მომღერალი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.