მუხროვანის ვიდეოკადრები გაშიფრეს: კოდური სიტყვა სამ ადამიანს ეხებოდა
01-02-2014, 20:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"კოდური სიტყვა სამ ადამიანს ეხებოდა, ესენი იყვნენ: ამირიძე, კრიალაშვილი და ოთანაძე. გამორიცხულია, რომ "გრუს" აგენტებს გულისხმობდნენ".

 

მუხროვანის სპეცოპერაციის სკანდალური კადრები და კოდირებული ტექსტები სამხედრო ექსპერტებმა გაშიფრეს. მერაბიშვილის სკანდალური სიტყვების – "ორი გვამი მინდა – პრემია დიდიას" – გარდა, აღმოჩნდა, რომ ვიდეო სხვა მნიშვნელოვან ფრაზებსაც შეიცავს. სამხედრო ხელმძღვანელების მიერ გაცემულ დავალებებს სხვადასხვაგვარად "კითხულობენ" სამხედრო ექსპერტები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და პარტიის მხარდამჭერები. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, ვიდეოში გახმიანებული ფრაზები ერთი-ერთში ადასტურებს ვანო მერაბიშვილის ნათქვამს, რომ სპეცრაზმი მუხროვანში რუსული სპეცსამსახურის ორი თანამშრომლის გვამებს ეძებდა. ამავე პოზიციაზეა უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი გიგა ბოკერია. შეფასებებში უფრო ხისტი აღმოჩნდა სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი. მისი თქმით, ეს არათუ დანაშაულის ნიშნების შემცველი ვიდეომასალაა, არამედ წინასწარ გამიზნული დანაშაულებრივი სპეცოპერაციაა, რომელიც პოლიტიკური მიზნისთვის პიარს და საზოგადოებისა და ოპოზიციის დაშინებას ისახავდა მიზნად.

 

"გენერალ დავით ნაირაშვილის ფრაზა, როცა ის ხელქვეითებს ეუბნება: "ორ – ორი მეტრის დაშორებით იარეთ", და მეორე ფრაზა, სადაც ამბობს: "უნდა გაწმინდოთ, ხალხო",- სულაც არ ნიშნავს, რომ აქ ისინი ნაღმებს ეძებდნენ. იქ არ იყვნენ გამნაღმველები და არც ვარაუდობდნენ, რომ სამხედროებს შეიძლება ნაღმები ჰქონოდათ. დავით ნაირაშვილი არ არის იმ მიმართულების და იმ სახეობის სპეციალისტი, რომ ნაღმები ეძებნა. ის მფრინავია. ეს ოპერაცია წინასწარ დაგეგმილი იყო. აქ იყო გვამებისგან ტერიტორიის გაწმენდაზე მითითება. შემდეგი ფრაზა, სადაც ამბობს: "სამნი უნდა იყვნენ. ჰაერიდან, თუ მინდორი არ არის, ვერაფერს ვერ დაინახავ. უბრალოდ უნდა იცოდე, რა გადასასვლელები არის ჩასაკეტი".

 


ეს არის კოდური საუბარი, სადაც ლაპარაკობენ ამ სამ ადამიანზე. ეს სამნი იყვნენ: ამირიძე, კრიალაშვილი და ოთანაძე. საერთოდ გამოვრიცხავ, რომ იქ თითქოსდა, "გრუს" აგენტებზე იყო საუბარი. ეს ვერსია მთლიანად მერაბიშვილის მოგონილი ამბავია. მათ უნდოდათ ზემოთ ხსენებული ადამიანებისთვის ჩაეკეტათ გზა",- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა. წითელაშვილის თქმით, მერაბიშვილმა პირდაპირ გასცა სამხედროების დევნის და მათი ბოლომდე განადგურების ბრძანება, რის დასტურადაც სამხედრო ექსპერტს მერაბიშვილის მიერვე ნათქვამი ფრაზა მოჰყავს: "იქვე ამბობენ და გამორიცხავენ, თვითონვე – "მაგათ ნაღმები არ ექნებათ". მოგვიანებით ვანო მერაბიშვილი ამბობს: "დავკითხოთ, სად წავიდნენ და ფეხდაფეხ მივყვეთ". ეს ფრაზა პირდაპირ მოწმობს იმას, რომ ისინი ვინმე გარდაცვლილებს კი არ ეძებდნენ, ქართველ სამხედროებს მისდევდნენ. ფეხდაფეხ მიდევნა, სამხედრო თვალსაზრისით, ნიშნავს იმას, როდესაც გარკვეული ტიპის შეტევაზე გადიხარ და მოწინააღმდეგე მხარეს იგერიებ, და რომ ბოლომდე უნდა გაანადგურო მოწინააღმდეგე. აქ საქმე კონკრეტულ ადამიანებს, კიდევ ვიმეორებ, კრიალაშვილს, ამირიძეს და ოთანაძეს ეხება. ამავე მასალაში ნაირაშვილი ამბობს: "ეს სასტავი, ეჭვი ხომ არავის ეპარება, წავიდა თელავის მიმართულებით".

 


როდესაც მერაბიშვილის მხარემ დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და განლაგდნენ, უკვე სრულად აკონტროლებდნენ მდგომარეობას, მერაბიშვილი და მისი თანმხლები ადამიანები მათ ბოლომდე, თელავამდეც კი მისდევდნენ, ბოლომდე უნდა ჩაჰყოლოდნენ. არსად არც ერთ ორგანოს არ ჰქონდა მიღებული დავალება მათი დაკავების შესახებ, გინდა თელავი ყოფილიყო და გინდა სხვა ნებისმიერი. თუ თელავში იყვნენ გადასულები და შსს ქვედანაყოფები ვერ გაართმევდნენ თავს, იქ არსებობს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებიც და ისინი ჩაერთვებოდნენ ამ ოპერაციაში, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მათ განადგურებას ისახავდნენ მიზნად და არა იმას, რომ ისინი დაეკავებინათ და წარმდგარიყვნენ მართლმსაჯულების წინაშე. კონკრეტულ ჯგუფს მერაბიშვილისგან მათი განადგურების შესახებ დავალება ჰქონდა მიღებული. ის საუბრებიც სწორედ მაგას მოწმობს. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პიაროპერაცია, იმ დროისათვის საქართველოში კარგად იყო მომწიფებული ოპოზიციური მუხტი და ამის გადაფარვის მიზნით გააკეთეს ყველაფერი. ეს იყო პოლიტიკური მიზნებით განპირობებული წინასწარ გამიზნული დანაშაულებრივი ქმედება, რათა გაემყარებინათ ის უარყოფითი ქმედებები, რაც ჩაიდინეს სამაჩაბლოს და კოდორის მიმართულებით და მკაცრად დაექნიათ თითი, როგორც ოპოზიციური ჯგუფისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის",- აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.

 


ტრისტან წითელაშვილი გამორიცხავს, რომ სამხედროებს, მართლაც, სდომებოდათ ამბოხი. მისი თქმით, მათ რომ ამბოხება სდომებოდათ, მუხროვანში საკმარისი ძალა იყო, რათა სურვილის შემთხვევაში იარაღით დაპირისპირებოდნენ ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, მით უფრო, რომ სამხედროების ძალა როგორც შეიარაღებით, ასევე პირადი შემადგენლობით იქ მისული ძალოვანების ძალას მკვეთრად აღემატებოდა.

 


"თუკი სამხედროებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მათ უნდა დაეკავებინათ თბილისი, სტრატეგიული ობიექტები, რატომ იყო ტექნიკა გაუმართავი? არაფერი არ იყო მომზადებული, საწვავიც კი არ იყო არცერთ საბრძოლო მანქანაში. ამბოხის შემთხვევაში ისინი გათვლიდნენ, რომ თუკი მათ წამგებიანი პოზიცია ექნებოდათ და უკან დაიხევდნენ, ამ შემთხვევაში მუხროვანთან სტარტეგიული სიმაღლეები ექნებოდათ დაკავებული. არ ყოფილა ამბოხი დაგეგმილი. ეს იყო სააკაშვილის მიერ წინასწარ დაგეგმილი პიარაქცია. ეს პარტია -"ნაციონალური მოძრაობა" დაფუძნებულია სისხლზე, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე",- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

 


შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე 29 იანვარს, გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედროფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

 

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

 

ცირა შერგელაშვილი

 

 

29 იანვარს Youtube- ზე გავრცელებული ოთხწუთიანი ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე: http://guardian.ge/149-skandaluri-video-sadac-vano-merabishvili-ambobs-ori-gvami-mtcirdeba-momitaneth-es-ori-gvami-vsio-premia-didia-video.html 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=5369 

კომენტარები: 5
#5   გიორგი
      
მადონა შე სააკიანცის ჩათლახო საცოდავი შენ ხარ რა იცი შენ სამხედრო საქმის შენ ნიკოლოზას ნაბოზვარო.
17 თებერვალი 2014 14:21
#4   Giorgi
      
ამ ვიდეოს დასაწყისშივე გენერალი ნაირაშვილი ეუბნება ხელქვეითებს (08 წმ.): "ორი მეტრის დაშორებით ერთმანეთში (უნდა ეთქვა ''ერთმანეთისგან" - გ.ნ.) მიდიხართ და უყურებთ ესე..." და ამ სიტყვების წარმოთქმისას - მაგალითის მისაცემად - მხრებში მოხრილი და თავდახრილი იყურება მიწაზე. ბოლოს უმატებს: "უნდა გაწმინდოთ!", რაც სამხედროთა სლენგზე ნიშნავს ''უნდა შეამოწმოთ" (არის თუ არა ნაღმი, ჩასაფრება, იარაღი, მტერი და ა.შ.). მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ როდესაც ოპერატიულ ჯგუფს აგზავნიან ვინმეს დასაკავებლად ან ლიკვიდაციისათვის (მითუმეტეს თუ ის სავარაუდოდ შეიარაღებულია და საბრძოლო გამოცდილება აქვს), არცერთ მეთაურს თავში აზრადაც არ მოუვა ხელქვეითებს დაავალოს, - ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით დადექით და ქვემოთ უყურეთო. გარდა ამისა, ნაირაშვილი ვიდეოს 27-ე წამზე ეუბნება ერთერთ ოფიცერს (სახელი არ ვიცი) ვერტმფრენების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ: "თუ ეს არარის მინდორი ცარიელი, ვერაფერს ვერ დაინახავ".
2 თებერვალი 2014 22:34
#3   madona
      
ჯერ ერთი ეს ამბოხი სამხედროებს კი არა მათ ხელმძღვანელებს უნდოდათ ეს ფაქტია, მეორე თუ მერაბიშვილი კოდური ენით საუბრობდა და მისი გადაწყვეტილება გასაიდუმლოებული იყო, რატომ ყავდა იქ ჟურნალისტები? ვანომ ხომ კარგად იცოდა, რომ არსებობდა სამხედრო ექსპერტები? ვაი რა საცოდავები ხართ, 2 გვამში სამი გვამი იგულისხმა არა? და კიდევ მასეც რომ ყოფილიყო, იყვნენ თუ არა სამშობლოს მოღალატეები სიკვდილის ღირსნი? არაო იტყვის ის, ვინც სამშობლოს მოღალატეა და მათი მომხრე იყო. ეს ვიდეო, სადაც მიდის წინასწარ თათბირი, მხატვრული ფილმია? როდის დაადგინეთ, რომ მონტაჟია და არა სინამდვილე? http://www.youtube.com/watch?v=XCOC5ZVqLeI&desktop_uri=%2Fwatch%3Fv%3DXCOC5ZVqLe
I&app=desktop
დღეს თქვენ თვითონ აცხადებთ, რომ ვანოს, ახალაიას და ნაციონალებს ისევ აქვთ ძალა ძალოვანთა უწყებებზე და დღეს რომ იგივე განმეორდეს, თქვენ თავად როგორ მოიქცევით? თამაშად ჩათვლით ამ თათბირის ვიდეოს და არავითარ ზომებს არ მიიღებთ? მე მხოლოდ ერთი მაინტერესებს, რატომ გძულთ საკუთარი სამშობლო ამ დონეზე? რატომ გინდათ თქვენი ქვეყანა მონა იყოს და მუდმივად გაუპატიურებდეთ მტერი? რა ჯიშისა და მოდგმისა ხართ, სად გაიზარდეთ და ვინ აგღზარდათ ასეთი სამშობლოს მოძულეები?
თქვენზე ითქმის, მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანაო, თქვენ ეს არა ხართ?
Published on Jul 7, 2013

ტრისტან წითელაშვილი - კაზაკთა გენერალ-მაიორი, თავდაცვიდან იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის გაგდებული ვიცე-პოლკოვნიკი, ფსბ-ს აგენტი, ყოფილი პოლიტპატიმარი და ამჟამად ადამიანის უფლებების თავგადადებული დამცველი

თქვენისთანები რომაა დღეს ადამიანთა უფლებების დამცველი და სამხედრო ექსპერტები, იმიტომაა საქართველოს საქმე ასე, განუკითხაობა, ბიუჯეტის ჭამა, ხალხის დაბეჩავება და სამშობლოს ნაწილ-ნაწილ გაყიდვა.
2 თებერვალი 2014 21:54
#2   ზურაბ სურმანიძე
      
ალბათ ასე გასცა მერაბიშვილმა ბრძანება 2008 წლის ზაფხულში როინ შავაძის მისამართით -გვამი მჭირდებაო ...
2 თებერვალი 2014 15:43
#1   mariam15
      
აჰააააა თურმე სამი გვამი სდომებია და კიდევ თურმე უთქვამს ახალასთვის მეოთხეც მინდაო თორე სამის გვამი კბილებში გაგვეჭედებაოოო, აბა კარგად გაშიფრეთ მანდ გამოგრჩათ ერთი კოდი თორე მაგასაც გაიგებდით, ვიგაცამ თურმე მოისმინა.
1 თებერვალი 2014 23:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი