გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსზე: პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს
30-12-2016, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ლარის კურსთან დაკავშირებით, ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს და ცდილობდნენ დევალვაცია მთავრობის მიერ ამ კუთხით დაანონსებულ ნაბიჯებთან დაეკავშირებინათ.

 

 

"მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, დაეკავშირებინათ ეს დევალვაცია იმ ნაბიჯებთან, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის აჟიოტაჟური კომპონენტი გაუფასურების ბოლო დღეების განმავლობაში მოიხსნა და დაბრუნდა ლარი იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციებთან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ ამ აჟიოტაჟს. ის აჟიოტაჟური 0,15 თუ 0,2, რომელიც გაუფასურდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაბრუნდა მერე მაჩვენებელზე, იყო მთლიანად, აბსოლუტურად აჟიოტაჟური ელემენტი" - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის თქმითაც, ამ მხრივ, გარკვეული წონასწორობა დღეს უკვე მიღწეულია.

 

 

"ეს არის პირდაპირ ფუნდამენტურად გამომხატველი იმ სიტუაციის, რაც დღეს გვაქვს სავაჭრო პარტნიორებთან. ეს არის თურქული ლირა, ეს არის უკრაინული გრივნა, რუბლი, მანათი და ა.შ. დღეს რომ გვქონდეს უფრო მყარი ეროვნული ვალუტა, ამის მოსმენა ძალიან ძნელია ადამიანებისთვის, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის ექსპორტს, ქვეყნის სავაჭრო კონკურენტუნარიანობას. როდესაც ზარალზე ვსაუბრობ, აქ არ არის მხოლოდ ერთდღიან ზარალზე საუბარი, საუბარია, რომ ეს ხელს შეუწყობდა კიდევ უფრო იაფი იმპორტის წამოსვლას და კიდევ უფრო გაუფასურებას ეროვნული ვალუტის. ამიტომ დღეს არის გარკვეული წონასწორობა მიღწეული. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დოლარის მომავალ პოზიციაზე. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენს მოსახლეობას.... 

 

 

ჩვენ ვუწყობთ ხელს სახელმწიფო ინსტრუმენტებით ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესს. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დამოკიდებული დოლარის პოზიციაზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში და საშუალო ვადაში დოლარზე დამოკიდებულების შემცირება არის ჩვენი სტრატეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ და ხელს ვუწყობთ, რომ ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდეს. ეს არის რაც ჩვენ შეგვიძლია. რომ არის საუბარი, მთავრობა რას აკეთებს - მთავრობას აქვს ინსტრუმენტები, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდინოს სტაბილიზაცია და ამას ხელს ვუწყობთ, ვაკეთებთ გეგმაზომიერად, ჩვენი მთელი მომავალი რეფორმების არსი მაგაშიც მდგომარეობს, რომ ქართული ეკონომიკა გავაძლიეროთ, არა მახინჯი პროტექციონისტული მეთოდებით, არამედ სწორი ინსტრუმენტებით. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის არ არის კარგი. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების სესხები არის აბსოლუტურად დოლარიზებული, 65%-ზე მაღალია ქვეყანაში საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, როდესაც შემოსავლები გაქვს ეროვნულ ვალუტაში, ძალიან მძიმედ ურტყამს ეს მოსახლეობას და ასევე ბიზნესს",- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 1
#1   rati
      
არ გეკადრეაბ ეგრე ლაპარაკი.geosesxebi.ge
31 დეკემბერი 2016 07:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი