ალექსანდრე ჯეჯელავა: განათლების ახალი კრიტერიუმების დანერგვის პროცესში დისკრიმინაცია გამორიცხულია
05-01-2017, 05:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოთქმულ ვარაუდს ეხმაურება.

 

 

ადმინისტრაციის ვარაუდს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი მოიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი, ჯეჯელავა პასუხობს, რომ განათლების ახალი კრიტერიუმების დანერგვის პროცესში გამორიცხულია დისკრიმინაცია.

 

 

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს ჰქონდათ შეკითხვები. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საკითხები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებზე. დეტალურად შევჩერდით სკოლების კატეგორიის საკითხებზე. გამოთქვეს წუხილი, მოსაზრება, რომ შეიძლება ამან მიგვიყვანოს არაერთგვაროვანი ხარისხის განათლებისკენ. ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ასე არ მოხდება. საუბარი არის შემდეგზე, რომ სამი კატეგორიის სკოლა გვექნება. პირველი ორი კატეგორია არის ზომით გაყოფილი - 200 მოსწავლეზე ნაკლები სადაც სწავლობს და 200 მოსწავლეზე მეტი სადაც სწავლობს. ძირითადი მიზეზი ამ გაყოფის არის დაფინანსების სქემა იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი დაფინანსება 200 მოსწავლემდე სკოლებს აკმაყოფილებს. 200 მოსწავლეზე ზემოთ სკოლებში კი არის დაფინანსების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები. ვაპირებთ ახალ სქემაში ეს ხარვეზი აღარ არსებობდეს. 200 ბავშვზე მცირე და მეტ სკოლებში პედაგოგების მიღებასთან, მათ პროფესიულ განვითარებასთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით არის ასევე სირთულეები. მოგეხსენებათ, მცირე სკოლები არის სოფლებში, სადაც საკადრო ბაზარი შეზღუდულია. ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ეს სპეციფიკა. მესამე კატეგორია ეს იქნება წამყვანი სკოლები, ეს იქნება კრიტერიუმებზე აგებული კატეგორია ანუ მცირე სკოლასაც და დიდ სკოლასაც შეუძლია გახდეს წამყვანი სკოლა თუ დააკმაყოფილებს კრიტერიუმს. კრიტერიუმები ჯერ არ გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ კომიტეტი შეიმუშავებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას და მის მოადგილეებს შეხვდნენ, რა დროსაც მხარეებმა 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაცემული „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს წუხილი, რომ პროექტი მოიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი